უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

9 ნოემბერი, 2018 15:35
font-size

მთავრობის წარმომადგენლებმა სამეგრელოს რეგიონის დასახლებებში გაზიფიცირების მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს

სამეგრელოს რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოები ძალიან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში უკვე 70 000-მდე აბონენტს მიეცა ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის საშუალება. მალე დასრულდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა სენაკის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში დარჩენილ გარკვეულ დასახლებებში და, საბოლოო ჯამში, 2019-2020 წლებში მთლიანად დასრულდება სამეგრელოს რეგიონის გაზიფიცირება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, სადაც გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა და 500-მდე აბონენტს მიეცა ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.

ნათია თურნავამ სახელმწიფო რწმუნებულთან სამეგრელოსა და ზემო სვანეთში ალექსანდრე მოწერელიასთან და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორთან, ჯაბა ხმალაძესთან ერთად სოფელ შამგონაში ერთ-ერთ ოჯახში გაზის ანთების სიმბოლურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. შამგონა კონფლიქტის ზონასთან მდებარე სოფელია.

„ეს არის კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფელი, აქ ცხოვრობს მოსახლეობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ძალიან მიხარია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ეკონომიკის სამინისტროს სახელით ამ ადამიანებს მივულოცოთ გაზის ჩართვა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ განახორციელა. ვულოცავ მათ ამ დღეს“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც შამგონაში მცხოვრები ალეკო შერვაშიძე აცხადებს, სოფელში მთავრობის ყველა დანაპირები შესრულდა, მათ შორის წყლის სანაპირო ჯებირების გამაგრება, გზისა და სანიაღვრეების დაგება-მოწყობა და გაზის შეყვანა. „გაზიფიცირება, რა თქმა უნდა, კარგია - შეშა გვიჯდებოდა დაახლოებით 600 ლარამდე, ახლა კი, ვფიქრობთ, გაზის მოხმარების ხარჯი გვექნება ალბათ 100 ლარი, რაც დიდი შეღავათია ჩვენთვის“ - აღნიშნა ალეკო შერვაშიძემ.

საქართველოს გაზის ტრასპორტირების კომპანიის ხელმძღვანელის, ჯაბა ხმალაძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სოფელ შამგონაში 36740 გრძივი მეტრი გაზსადენი აიგო. გარდა ამისა, მისივე თქმით, 7 ნოემბერს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერშიც, რომლის დასრულების შემდეგ კიდევ 552 აბონენტს მიეცემა ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.

კომპანიის ინფორმაციით, 2019 წლისთვის დასრულდება ქალაქ მარტვილში დარჩენილი უბნების გაზიფიცირება და 1258 აბონენტი ჩაერთვება ქსელში. ასევე 2019-2020 წლებში დაგეგმილია დაბა ჩხოროწყუსა და ქ. წალენჯიხას გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელება, რომლის შედეგად 4506 კომლი შეძლებს ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვას.

დღევანდელი მონაცემებით, უკვე გაზიფიცირებულია საქართველოს მოსახლეობის 86%. პროცესი გრძელდება და გეგმის მიხედვით, მალე გაზიფიცირებული იქნება აბონენტების დანარჩენი ნაწილიც. გაზიფიცირების პროცესს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია და „სოკარი“ ერთობლივად ახორციელებენ. გაზიფიცირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ქსელის მშენებლობისთვის დღემდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 160 000 000-მდე ლარია გამოყოფილი.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი