უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ივნისი, 2017 16:45
font-size

მუნიციპალიტეტების დაყოფასთან დაკავშირებით იყო შეცდომები დაშვებული - ნიკოლოზ როსებაშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებისა და ადგილობრივ თვითმმართველობების ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ როსებაშვილის განცხადებით, 2014 წელს მუნიციპალიტეტების დაყოფისას შეცდომები იყო დაშვებული.

მისი თქმით, 7 თვითმმართველობის ქალაქიდან 14-ამდე გაზრდა არაეფექტური გამოდგა.

„2014 წელს განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმა თვითმმართველობის კუთხით იყო რა თქმა უნდა, წინგადადგმული ნაბიჯი. დაიხვეწა თვითმმართველობების კანონმდებლობა. ეს რეფორმა იყო მრავალკომპონენტიანი, მათ შორის შემოვიდა არჩევითობა და ა.შ. ამ ცვლილებების ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ გახლდათ 7 თვითმმართველი ქალაქის გაყოფის საკითხი.

აქ საუბარია სწორედ გაყოფაზე და ამ გაყოფის შედეგად სიტუაციის შეფასებაზე, რაც მივიღეთ 14 თვითმმართველ ქალაქში. აქ ფასდება: მათი ეფექტური მუშაობა, ფინანსური ნაწილი, რამდენად გაიზარდა ჩართულობა მუნიციპალიტეტებში, რამდენად გაეზარდათ საკუთარი შემოსავლები, რამდენად უფრო ხელმისაწვდომი გახდა სერვისები და იმოქმედა თუ არა გაყოფამ ამ კომპონენტებზე.

ამ ნაწილში ვიძახით, რომ შედეგები, რომელიც იყო დაგეგმილი, არ დადგა. ამიტომ, არის საუბარი სამომავლოდ კომპლექსურ ცვლილებებზე, რაც ეხება არა მხოლოდ მათ გაერთიანებას, არამედ სხვა ცვლილებებსაც, რომელმაც უნდა მოიტანოს მოსახლეობის მეტი ჩართულობა, ეფექტიანობის გაზრდა და გრძელვადიან პერსპექტივაში დეცენტრალიზაციის კარგი სტრატეგიის დაწერით ხედვის ჩამოყალიბება.

მუნიციპალიტეტების დაყოფასთან დაკავშირებით იყო შეცდომები დაშვებული. ვერ მოხდა ის, რომ მეტად მისულიყო თვითმმართველობა მოსახლეობასთან, რაც მიზნად იყო დასახული“, - განაცხადა როსებაშვილმა სასტუმრო „რედისონში“ გამართული შეხვედრის შემდეგ.

შეგახსენებთ, დღეს სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თვითმმართველობების კუთხით დაგეგმილი ცვლილებები გააცნეს.

ანა მებურიშვილი

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&