უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

6 თებერვალი, 2018 15:40
font-size

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საქმის სასამართლო განხილვა 19 თებერვლამდე გადაიდო

დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საქმეზე სასამართლო განხილვა 19 თებერვლამდე გადაიდო.

მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი ბრალდების მხარის მოსმენის შემდეგ გადადო. დაცვის მხარემ არგუმენტირებული პოზიციის წარსადგენად გონივრული ვადა ითხოვა.

მოსამართლის განმარტებით, საქმესთან დაკავშირებით მიღებულია სახალხო დამცველის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორის სასამართლოს მეგობრის პოზიციები, რომელთა გაცნობისთვის დრო სჭირდება.

თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს თურქეთის მხარის მოთხოვნით, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში იყო ჩართული. დაკავებულსა და მის ოჯახს საქართველოს დევნილთა სამინისტრომ ლტოლვილთა სტატუსსზე უარი უთხრა.

დემირელის კოლეჯის ყოფილ მენეჯერს წინსაექსტრადაციო პატიმრობის დრო საქართველოს საპატიმროში 24 თებერვალს უმთავრდება.

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი

22 სექტემბერი, 2025 , 12:57

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო

ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

19 სექტემბერი, 2025 , 17:24

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის, ყოფილ მოკრივეს, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრს, 67 წლის ბორის გოგიჩაიშვილს

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა

19 სექტემბერი, 2025 , 13:17

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საპატრულო პოლიციის ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიე

ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

18 სექტემბერი, 2025 , 20:10

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბი

პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა

18 სექტემბერი, 2025 , 15:09

საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამ

გიორგი კანდელაკსა და მასთან ერთად დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ

18 სექტემბერი, 2025 , 13:53

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გ