უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 სექტემბერი, 2024 12:34
font-size

მზად ვარ ყველანაირი რეპრესიებისთვის, მზად ვარ ყველანაირი პროვოკაციისთვის, მაგრამ იცოდეთ, რომ ვიდგებით ბოლომდე, მართლაც დავიძვრებით ევროპისკენ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო ახლა არის ქვეყანა მომავლის გარეშე, მაგრამ ეს პროცესი გაგრძელდება მხოლოდ ერთი თვე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

„მე ძალიან იმედით ვარ განწყობილი. როდესაც საქართველოში ვბრუნდებოდი, ჩემი შვილი ჩამოვიდა ჩემთან და მე მას გავუზიარე ჩემი გეგმები საქართველოში დაბრუნების. მან მითხრა, რომ ეს რისკი იქნება ძალიან მძიმე ფიზიკურად, ადამიანურად და საქართველო ხომ მაინც იარსებებს, ჩახვალ თუ არა ამის მიუხედავადო. მე ვუთხარი: „არა, საქართველო, ალბათ, აღარ იარსებებს, თუ ესენი დარჩნენ, ქართული სახელმწიფოებრიობა გაქრება და ქართველები საქართველოში ქართველები აღარ იქნებიან“. აღმოჩნდა, რომ მე ვიყავი მართალი. ახლა მე ვარ ოპტიმისტი - ის, რაც მე ვიცოდი 3 წლის წინ, ახლა იცის, პრაქტიკულად, ყველა ქართველმა, ამიტომ ჩვენ გვაქვს საქმე აბსოლუტურად მხდალ ადამიანებთან და ძალიან მიხარია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ბოლომდე გააცნობიერა, ვისთან აქვს საქმე, იმიტომ, რომ ეს სამარცხვინო ვიზიტი, რაც ე.წ. პრემიერმა ჭამა გაეროში, უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში.

იმ პირობებში, როდესაც ეს რეჟიმი იშლება, იმ პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო დგას ქართველი ხალხის გვერდზე, როდესაც მშვიდობა ერთი ხელის გაწვდენაზეა იმით, რომ ევროკავშირია ერთი ხელის გაწვდენაზე, როდესაც თავისუფლება არის ერთი ხელის გაწვდენაზე, იმიტომ, რომ წინ არის საქართველოსთვის გადამწყვეტი არჩევნები, მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ მზად ვართ, გახსნილი ვართ აბსოლუტურად ყველა ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან მან არ გამორიცხა, რომ მომავალ დღეებში პროვოკაციები და რეპრესიები იქნება, თუმცა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებისთვის მზადაა.

„მე მინდა მივესალმო იმას, რომ ოპოზიცია ერთმანეთში ლაპარაკობს. ამავდროულად, აღვნიშნო - მიხეილ სააკაშვილის ნომერი არის 5 ნომერი. მიხეილ სააკაშვილის პარტია არის „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“. ძალიან მიხარია, რომ შევასრულე ჩემი მთავარი დაპირება -2/3 ჩვენი სიის არის ის ხალხი, ვინც არასდროს არ ყოფილა ხელისუფლებაში. ეს არის განახლება, ახალი თაობა მოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში. ეს არის თინა ბოკუჩავა, რომელიც არ ყოფილა არასდროს იმ 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში და არ მინდა არავის ვაწყენინო, მაგრამ არის ყველაზე განათლებული ქალი პოლიტიკოსი, 3 საუკეთესო სასწავლებლები აქვს დამთავრებული ამერიკაში და ევროპაში. ეს არის ძალიან ღირსეული ადამიანი - გიორგი ვაშაძე, ეს არის ირაკლი ხვადაგიანი, ეს არის გია ჯაფარიძე, ეს არის ბევრი ღირსეული ადამიანი, არ მინდა ვინმე გამომრჩეს.

ჩვენ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ვემზადებით გამარჯვებისთვის, პირველი ადგილის ასაღებად და ვემზადებით თანამშრომლობისთვის ყველა არარუსულ პატრიოტულ ძალასთან. იმ 9 წელთან შედარებით, როცა ჩვენ ვიყავით, ყველაფერი შეიცვლება ერთი რამის გარდა - მაშინაც ჩვენ ვიყავით ხალხისთვის და ვემსახურებოდით ხალხს, ახლაც იქნებით ხალხისთვის და მოვემსახურებით ხალხს. არა ვიწრო კლანს, არა ოლიგარქს, არა უცხო პატრონს მოსკოვიდან, არამედ ჩვენ მოვემსახურებით საკუთარ ხალხს, მის მომავალს, მის კეთილდღეობას. საქართველო ახლა არის ქვეყანა მომავლის გარეშე, მაგრამ ეს პროცესი გაგრძელდება მხოლოდ ერთი თვე. მზად ვარ ყველანაირი რეპრესიებისთვის, მზად ვარ ყველანაირი პროვოკაციისთვის, მაგრამ იცოდეთ, რომ ვიდგებით ბოლომდე, მართლაც დავიძვრებით ევროპისკენ და ბოლომდე მოვიპოვებთ მშვიდობიან, დაცულ ადგილს ევროპულ თანამეგობრობაში. მე მინდა ვუთხრა ყველას- გავიმარჯვებთ სახელოვნად!“- განაცხადა სააკაშვილმა.

კოალიციამ „ცვლილებისთვის“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანა საპარლამენტო სიის ყველა, 82 წევრის განცხადება რეგისტრაციაზე უარის შესახებ

15 ნოემბერი, 2024 , 18:22

კოალიციამ „ცვლილებისთვის“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანა საპარლამენტო სიის ყველა, 82 წევრის განცხადება რეგისტრაციაზე უარის შესახებ. ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ გავრცელებ

არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ზოგიერთი პირი ჩემზე ზეწოლას პირად სივრცეში შეჭრით ცდილობს, მუქარა ვერ შეგვაცვლევინებს პოზიციას - გიორგი კალანდარიშვილი

15 ნოემბერი, 2024 , 17:49

არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ზოგიერთი პირი გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს და პირად სივრცეში შეჭრით და ქმედებებით, რომლებიც კვეთენ ეთიკურ საზღვრებს, ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს პირადად ჩემზე და საარჩევნო ადმ

არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ზოგიერთი პირი ჩემზე ზეწოლას პირად სივრცეში შეჭრით ცდილობს, მუქარა ვერ შეგვაცვლევინებს პოზიციას - გიორგი კალანდარიშვილი

15 ნოემბერი, 2024 , 17:49

არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ზოგიერთი პირი გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს და პირად სივრცეში შეჭრით და ქმედებებით, რომლებიც კვეთენ ეთიკურ საზღვრებს, ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს პირადად ჩემზე და საარჩევნო ადმ

დღეს სადამკვირვებლო ორგანიზაციები პრეზიდენტთან საჯარო შეხვედრას გამართავენ

15 ნოემბერი, 2024 , 17:18

სადამკვირვებლო ორგანიზაციები - კოალიცია "ჩემი ხმა", საია და "სამართლიანი არჩევნები" პრეზიდენტთან საჯარო შეხვედრას გამართავენ და კენჭისყრის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ სალომე ზურაბიშვილს დეტალურ ინფორმაციას მ

ჩვენ უკან დგას ხალხი და, ხალხის სახელით, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი მალე შეიკრიბება და შემდეგი ოთხი წელი იქნება ჩვენი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - შალვა პაპუაშვილი

15 ნოემბერი, 2024 , 17:11

ლეგიტიმაციას პარლამენტს აძლევს ხალხი, რომელმაც მკაფიოდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება, ვინ უნდა იყოს პარლამენტში უმრავლესობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუ

საარჩევნო დოკუმენტაციის დაყადაღება საფუძვლიან ეჭვის აჩენს, რომ დანაშაულის კვალის დაფარვა მიმდინარეობს - მამუკა ხაზარაძე

15 ნოემბერი, 2024 , 12:00

პროკურატურის მიერ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის დაყადაღება საფუძვლიან ეჭვის აჩენს, რომ დანაშაულის კვალის დაფარვა მიმდინარეობს, - აცხადებს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი&nb