უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 ნოემბერი, 2024 12:00
font-size

საარჩევნო დოკუმენტაციის დაყადაღება საფუძვლიან ეჭვის აჩენს, რომ დანაშაულის კვალის დაფარვა მიმდინარეობს - მამუკა ხაზარაძე

პროკურატურის მიერ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის დაყადაღება საფუძვლიან ეჭვის აჩენს, რომ დანაშაულის კვალის დაფარვა მიმდინარეობს, - აცხადებს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

როგორც ხაზარაძე „ფეისბუქზე“ წერს, ამ აპარატებსა და დოკუმენტაციაში არის უტყუარი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს „სისტემურ დანაშაულს არჩევნების უპრეცედენტო გაყალბებასთან დაკავშირებით“.

„26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებისთანავე „ძლიერმა საქართველომ“ ოფიციალურად მიმართა ცესკო-ს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ქვითრების გახსნასთან დაკავშირებით, რათა მომხდარიყო შედარება სიებსა და ვერიფიკაციის აპარატში გავლილ, რეგისტრირებულ გვარებს შორის.

ეს მოთხოვნა დავაყენეთ საქართველოს 73-ვე ოლქში, საიდანაც უარი მივიღეთ. საარჩევნო ადმინისტრაციის უარი გავასაჩივრეთ პირველი ინსტანციის სასამართლოებში, ასევე სააპელაციო სასამართლოში. ამის შემდეგ, 73-ვე ოლქის მიერ შეჯამებული არჩევნები გავასაჩივრეთ ცესკო-ში, ხოლო ცესკოს უარი - თბილისის საქალაქო სასამართლოში.

დღეს საბოლოოდ მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს. ცესკო-მ პროკურატურას გამოძიება დააწყებინა არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც პოლიტიკურ ლიდერებს ატარებენ გამოკითხვაზე. რეალურად კი, ეს იმიტომ მოხდა, რომ პროკურატურას დაეყადაღებინა ყველა აპარატი და საარჩევნო დოკუმენტაცია, რაც განახორციელა და დალუქა სპეციალურ საწყობში. ამ აპარატებსა და დოკუმენტაციაში არის უტყუარი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს სისტემურ დანაშაულს არჩევნების უპრეცედენტო გაყალბებასთან დაკავშირებით. საფუძვლიანი ეჭვია, რომ მიმდინარეობს დანაშაულის კვალის დაფარვა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს არჩევნები არის მიტაცებული! ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური! ვითხოვთ ახალ არჩევნებს!“,- წერს მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის განცხადებით, დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, „რათა უზრუნველყოფილიყო მათზე არსებული ინფორმაციის დაცულობა”.

პროკურატურის ინფორმაციით, ვინაიდან გამოძიებით დგინდება, რომ ვერიფიკაციის აპარატები მუშაობს კომპლექსური კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, რაც ტექნოლოგიურად და პროგრამულად უზრუნველყო ამერიკაში ლიცენზირებულმა კომპანია - „სმარტმატიკმა“, ვერიფიკაციის აპარატებიდან ინფორმაციის გამოთხოვა და შემდგომი საექსპერტო კვლევები, აღნიშნული კომპანიის ჩართულობით განხორციელდება.

ჩვენ უკან დგას ხალხი და, ხალხის სახელით, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი მალე შეიკრიბება და შემდეგი ოთხი წელი იქნება ჩვენი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - შალვა პაპუაშვილი

15 ნოემბერი, 2024 , 17:11

ლეგიტიმაციას პარლამენტს აძლევს ხალხი, რომელმაც მკაფიოდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება, ვინ უნდა იყოს პარლამენტში უმრავლესობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუ

ორპარტიულ კანონპროექტს, `ქართველი ხალხის აქტს` 10 ახალი მხარდამჭერი ჰყავს

14 ნოემბერი, 2024 , 19:39

სენატორი ჯინ შაჰინის მიერ ინიცირებულ ორპარტიულ კანონპროექტს, "ქართველი ხალხის აქტს" 10 ახალი მხარდამჭერი ჰყავს. კონგრესის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, უახლესი ცვლილება 13 ნოემბერს ფიქსირდება, შედე

საქართველოს პროკურატურამ ხმის მიცემის აღჭურვილობა დააყადაღა - გიორგი გახარია

14 ნოემბერი, 2024 , 16:15

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახრია ამბობს, რომ საქართველოს პროკურატურამ, გამოძიების ფარგლებში, ხმის მიცემის აღჭურვილობა დააყადაღა. გახარიას თქმით, ეს მას შედმეგ მოხდა, რაც რაც ცეს

არჩევნები მოიპარეს, გთხოვთ დადექით საქართველოს გვერდით - ახლა თქვენი ჯერია - ჟიგიმანტას პავილიონისი

12 ნოემბერი, 2024 , 13:52

არჩევნები მოიპარეს, გთხოვთ დადექით საქართველოს გვერდით - ახლა თქვენი ჯერია! ჩამოდით თბილისში ახლავე!  - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგი

არჩევნები მოიპარეს, გთხოვთ დადექით საქართველოს გვერდით - ახლა თქვენი ჯერია - ჟიგიმანტას პავილიონისი

12 ნოემბერი, 2024 , 13:52

არჩევნები მოიპარეს, გთხოვთ დადექით საქართველოს გვერდით - ახლა თქვენი ჯერია! ჩამოდით თბილისში ახლავე!  - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგი

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აქვს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და ეს ძალიან კარგად ესმით ჩვენს პოლონელ მეგობრებს, განსხვავებით ივანიშვილის ბანდისა - ირაკლი ფავლენიშვილი

12 ნოემბერი, 2024 , 13:11

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აქვს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და ეს ძალიან კარგად ესმით ჩვენს პოლონელ მეგობრებს, განსხვავებით ივანიშვილის ბანდისა, რომლებიც არიან პუტინის რეჟიმის მონურ მორჩილებაში,  - ამის შესახებ &ld