არქივი
სამართალი
ნაფიცი მსაჯულები ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის საქმეზე ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ
ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ.
კანონის შესაბამისად, მათ ვერდიქტის გამოსატანად თავდაპირველად 4 საათიანი ვადა ეძლევათ. თუკი ამ დროში მსაჯულებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, მოსამართლე მათ დამატებით 8 საათს მისცემს.
გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში, ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს, 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.
მხარეები დღეს სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვებით წარდგნენ, რის შემდეგაც საბოლოო სიტყვის თქმის უფლება მიეცა მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს.
თბილისის საქალაქო სასამარლოში დღეს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
გამოძიების ინფორმაციით, 2016 წლის 22 თებერვალს, ბრალდებული 7000 აშშ დოლარის ფულადი თანხისა და ოქროს ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით მივიდა მისი ნაცნობის ოჯახში, სადაც მოკვლის განზრახვით ნონა რ.-ს თავში დაარტყა სკამი, რის შემდეგაც მსხვერპლისთვის ტანჯვის მიყენების მიზნით დანით სხეულის სხვადასხვა ადგილას მრავლობითი ჭრილობა მიაყენა დედას და მის მცირეწლოვან შვილს, რომლებიც მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული დაეუფლა ოჯახში არსებული ოქროს ნივთების ნაწილს ღირებულს 5000 ლარად, ხოლო ოქროს ნივთების სხვა ნაწილს და ფულად თანხას ვერ მიაგნო. კვალის დაფარვის მიზნით, ნავთობპროდუქტების გამოყენებით ცეცხლი წაუკიდა საცხოვრებელ ბინას, თავად კი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
ნინო ექვთიმიშვილი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
18 ნოემბერი, 2025 , 11:55
საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა
17 ნოემბერი, 2025 , 12:53
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51

