უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 დეკემბერი, 2016 15:25
font-size

ნანგრევებში თქვენც მოყვებით, ვინც ხმა ნაციონალური მოძრაობის ჯინაზე მიეცით ქვეყნის დაქცევას - აკაკი ბობოხიძე

ბატონებო, ის რაც თქვენთვის და ჩემთვისაც არის ფასის უმნიშვნელო მატება, რიგითი ადამიანებისთვის არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, - მიმართა დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას.

,,თითქოს ზრუნავთ ადამიანებზე, რომ სიგარეტი არ მოწიონ და ეს არის ბატონებო, ცინიკური, იმიტომ, რომ ადამიანები ამის გამო სამწუხაროდ, სიგარეტის მოწევას თავს არ დაანებებენ. უბრალოდ, იძულებული გახდებიან, უფრო იაფასიან ან უფრო მდარე ხარისხის თამბაქოზე გადავიდნენ, რაც კიდევ უფრო დააზიანებს მათ ჯანმრთელობას. ადამიანები იმის მაგივრად, რომ იყიდონ ვთქვათ, 2010 წლის მანქანა, უკვე იძულებული გახდებიან იყიდონ 2005 წლის მანქანა, ანუ უფრო ძველი მანქანა, რომელიც ასევე დააზიანებს გარემოს და ასევე დააზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას.

ადამიანები ნავთობპროდუქტებზე ფასების გაზრდის შემდგომ იძულებული გახდებიან ჩაასხან არა მაღალი ხარისხის ბენზინი, არამედ დაბალი ხარისხის ბენზინი ფასის გამო, რომელიც ასევე დააზიანებს გარემოს და დააზიანებს იმ ადამიანებს ვიზედაც, ვითომცდა თქვენ ზრუნავთ.

განსაკუთრებით ცინიკური იყო რამდენიმე თანამდებობის პირის განცხადება, მათ შორის ვიცე-სპიკერის, რომლის შემოსავლები, თუ საწვავსაც ჩავთვლით რაც მასზე იხარჯება, შეიძლება 7 ათას ლარამდეც კი ადის, რომ თურმე ფასები მხოლოდ უმნიშვნელოდ მოიმატებს.

ბატონებო ის, რაც თქვენთვის და მათ შორის ჩემთვისაც არის უმნიშვნელო მატება, რიგითი ადამიანებისთვის არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ეს პრობლემები თქვენთვის არის უმნიშვნელო და არა რიგითი ადამიანებისთვის და არა პენსიონერებისთვის’’, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
დეპუტატი არსებულ ვითარებაზე პასუხიმსგებლობას იმ ამომრჩეველს აკისრებს, ვინც არჩევნებში ,,ქართულ ოცნებას’’ დაუჭირა მხარი ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ჯინაზე.

,,აბსოლუტურად ვეთანხმები, ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს, რომელიც ამბობს, რომ ეს არის ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. თქვენ არანაირი პროგრამა და არანაირი ვალდებულება რეალურად ხალხის წინაშე არ აგიღიათ, ამიტომ, მე მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ხმა ჩვენს, ნაციონალური მოძრაობის ჯინაზე მიეცით ქვეყნის დაქცევას, ბატონებო, იმ დაქცეულ ნანგრევებში თქვენც მოყვებით. მე საქართველოს მოსახლეობას მინდა ვუთხრა, როდესაც დაიწყებენ პრობლემების ძიებას, უნდა გაიაზრონ, რომ სწორედ ისინი არიან პასუხისმგებლები იმ მდგომარეობაზე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში შექმნილი’’, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ალეკო ელისაშვილი

4 ნოემბერი, 2025 , 15:27

გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ - ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.  მისი თქმით, ხელშეკრულება

საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ რუსეთის პრაქტიკასაც იმეორებს - სალომ ზურაბიშვილი

4 ნოემბერი, 2025 , 15:14

საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ რუსეთის პრაქტიკასაც იმეორებს: მაღალი დონის კორუფცია (რომელშიც ათზე მეტი მაღალი თანამდებობის პირია ჩართული), - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომ ზურ

შიმშილობის მე-8 დღეს პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატა

4 ნოემბერი, 2025 , 12:22

შიმშილობის მერვე დღე პარალმენტთან - პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატათ. უწყვეტ აქციაში ახლა 8 პირი მონაწილეობს. ერთ-ერთი მოშიმშილე, რომელიც პრლამენტის წინ აქციის მონაწილეებს შეუერთდა, თამაზ მაჭავარიანია.

კონკრეტულ ევრობიუროკრატებს ფაქტები ვერ მოჰყავთ, როცა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მტკიცებულებები არ აქვთ, მხოლოდ აღქმებით საუბრობენ - ლევან მაჭავარიანი

4 ნოემბერი, 2025 , 11:53

დიდი იმედი გვაქვს, 2030 წლისთვის ვითარება რადიკალურად იქნება შეცვლილი. როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ამ ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირიც მოახერხებს და იქ საღი აზრი გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საპარლა

ბრიუსელში დღეს „გაფართოების სამიტი“ გაიმართება

4 ნოემბერი, 2025 , 11:08

4 ნოემბერს ბრიუსელში „გაფართოების სამიტი“ გაიმართება, სადაც მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება. „გაფართოების სამიტში“ ევროკავშირისა

მამუკა ხაზარაძე ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა, ასეთი პატრიოტი თუა და გულში მჯიღს იცემს, მაშინ გერმანიის ელჩთან ხელშეკრულება შეწყვიტოს და ბინა ქართველს მიაქირაოს - შალვა პაპუაშვილი

3 ნოემბერი, 2025 , 13:03

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მამუკა ხაზარაძე ყალბ პროპაგანდას და ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა. პაპუაშვილი გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადე