კომენტარი
ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიდგომა ჰუმანურია - გიორგი გახარია
ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიდგომა ჰუმანურია, ხოლო ნარკოგამსაღებლებზე ჩვენი მიდგომა იქნება კატეგორიული, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და აღნიშნულით გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც შეწყალების აქტში ცვლილებები შეიტანა.
"თუ საქმე ეხება ნარკომომხმარებლებს, ჩვენ აქ პრობლემას ვერ ვხედავთ და უფრო მეტიც, ჩვენ კონკრეტული გეგმაც გვაქვს. გვაქვს კონკრეტული შეთავაზება საკანონმდებლო ცვლილების სახით, თუ როგორ გახდეს ნარკომოხმარების მიმართულებაში უფრო ჰუმანური. ამაში წინააღმდეგობას ვერ ვხედავ და იმ შემთხვევაში, თუ ეს ეხება ნარკორეალიზატორებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით კატეგორიული წინააღმდეგი. ვიმეორებ, ჩვენი ჰუმანურობა არ უნდა გახდეს რისკის შემცველი წახალისების მიმართულებით. თუ საქმე ეხება ნარკომომხმარებელს, ჩვენ უკვე ვდგამთ ნაბიჯებს წინ, აქ სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური მიდგომა სახეზეა და თუ ნახავთ სტატისტიკას, ამ მიმართულებით ფაქტობრივად მსჯავრის გამოტანა აღარ ხდება, ხოლო თუ საქმე ეხება გამსაღებლებს, აქ ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად კატეგორიული", - განაცხადა გახარიამ.
ცნობისათვის, პრეზიდენტის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება.
საკვანძო სიტყვები:
ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა, საერთოდ, გუნდისთვის ტრაგედიაა - გია ვოლსკი
12 იანვარი, 2026 , 17:34
როგორც ჩანს, ტრუსკავეცა მდინარაძეს მისცეს დავალება, რომ დღეს ღარიბაშვილის სავარაუდო დაკავება რაიმე სხვა ნიუსით გადაფაროს - მხოლოდ ამით შემიძლია, ავხსნა სუს-ის ეს მორიგი ბოდვა და მათი ფანტაზიის ნაყოფი - თინა ბოკუჩავა
12 იანვარი, 2026 , 16:19
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, სიცრუეა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე შეცვლის
12 იანვარი, 2026 , 14:47
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს - შალვა პაპუაშვილი
12 იანვარი, 2026 , 14:26
როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა - არჩილ გორდულაძე
9 იანვარი, 2026 , 13:04
უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას - შალვა პაპუაშვილი
8 იანვარი, 2026 , 15:13


