უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 იანვარი, 2018 13:20
font-size

ნარკოპოლიტიკის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს ახალი მომხმარებლების არგაჩენა და რეაბილიტაცია - გიორგი გახარია

„ნარკოპოლიტიკა არის მიმართულება, სადაც მკაცრი მიდგომები არათუ შესანარჩუნებელია, ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს გასამკაცრებელი“, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც ნარკოპოლიტიკაზე მსჯელობენ.

მისი თქმით, ნარკოპოლიტიკაში უნდა შეიცავდეს ჰუმანურ მიდგომებს ნარკომომხმარებელთა მიმართ, მაგრამ არ უნდა წაახალისოს მოხმარების ზრდა. გახარიამ აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკა იქნება მიმართული ახალი მომხმარებლების არგაჩენასა და რეაბილიტაციაზე.

„ჩვენ ამას ვამბობთ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რასაც ჰქვია ქვეყანაში ნარკოსაშუალებების შემოსვლა და მათი გასაღება. აქ რეალურად ვხედავთ რისკებს. ვთვლით, რომ ეს არის მიმართულება, სადაც მკაცრი მიდგომები არათუ შესანარჩუნებელია, ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს გასამკაცრებელი. მიუხედავად ამისა, ძალიან კარგად გვესმის, რომ ჰუმანური, კომპლექსური ნარკოპოლიტიკა არის ერთადერთი გამოსავალი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ჰუმანური პოლიტიკა და მიდგომა ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით უნდა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული, რათა ბალანსი ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისებას შორის იყოს ერთმნიშვნელოვნად დაცული, რამეთუ ეს არ უნდა იყოს პროვოცირება მოხმარების წახალისებისა. ჩვენ ვთვლით, რომ ნარკოპოლიტიკის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს ახალი მომხმარებლების არგაჩენა და რეაბილიტაცია”, – განაცხადა შს მინისტრმა.

გახარიამ აღნიშნა, რომ უწყებამ უნდა შეისწავლოს ნარკოპოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რათა მკაფიო წარმოდგენა შეექმნას.

„უნდა გვესმოდეს, რომ შსს-ის ძირითადი ამოცანა არის ნარკოდანაშაულთან ბრძოლა. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ახალი მომხმარებლების არგაჩენა და დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა, რომელიც აღკვეთს წახალისებას, ვთვლით, რომ ამასთან ერთად ნარკორიტების შეძენა-შენახვა-მოხმარების მიმართულებით არსებობს გარკვეული რეზერვი, რომ სახელმწიფოს მიდგომა იყოს კიდევ უფრო ჰუმანური, ისევე როგორც იმ მიმართულებით, რასაც შემოწმებების ფორმები ჰქვია. მზად ვართ, რომ ამაზე ვისაუბროთ. ჩვენი მიზანი ამ ფორმატის განახლებისა და დროში სწრაფი გადწყვეტილების მიღების კომპლექსური ნარკოპოლიტიკაა. გვესმის, რომ შსს თუნდაც ნარკოდანაშაულთან ბრძოლით ვერაფერს გახდება, თუ ყველა სხვა მიმართულებებით, ოთხი სვეტის მიმართულებით კომპლექსური მიდგომა არ იქნება შესაბამის სახელმწიფო უწყებებზე. ვთვლით, რომ ვიდრე არ გვექნება აბსოლუტურად მკაფიო წარმოდგენა ყველა სხვა მიმართულებაზე, პრევენციაზე, რეაბილიტაციაზე, არ გვექნება კონკრეტული გეგმა. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ჰუმანური მიდგომა არ უნდა გახდეს მაპროვოცირებელი წახალისების. ვთვლით, რომ ეს არის კომპლექსური საკითხი და, როდესაც ვიღებთ ძალიან მნიშვნელოვან საკანონდებლო ცვლილებებს, აბსოლუტურად მკაფიო წარმოდგენა უნდა გვქონდეს ყველა სხვა მიმართულებით, რას ვაკეთებთ. უნდა გვქონდეს კონკრეტული გეგმა, რის შემდეგაც სხვანაირად ვერ შევაფასებთ მიღებული გადაწყვეტილებებს, საკანონდებლო ცვლილებების ეფექტურობას და შევალთ საკმაოდ მძიმე რისკებში“, მისივე განაცხადებით, ნარკოპოლიტიკის მნიშვნელოვან თემაზე დისკუსია დროში ხანგრძლივად გრძელდება, რაც მდგომარეობის გაუმჯობესებას არ ეხმარება.

იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვება. შეკრების ჩატარების ინიციატივა შს მინისტრ გიორგი გახარიას ეკუთვნის.

გარდა ამისა, განხილვაში მონაწილეობენ პარლამენტარები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით 2017 წლის 27 დეკემბერს მიიღო. ამ საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება გასული წლის გაზაფხულზე მოხდა, თუმცა მასზე მსჯელობა შემოდგომიდან დაიწყო.

საპატრიარქოს 11 იანვრის განცხადების შემდეგ კანონპროექტის განხილვა დროებით შეწყდა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა