უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


ნატა ნაზღაიძის საქმე იყო გამოყენებული სასამართლოს დისკრედიტაციისთვის - მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომლის თანახმად, გარეშე პირს არ აქვს უფლება, მტკიცებითი ტონით ისაუბროს მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის შესაძლო ქრთამის მიცემის შესახებ.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობამ ნატა ნაზღაიძის ოჯახის საქმე სასამართლოს დისკრედიტაციისთვის გამოიყენა.
„ძალიან ცუდია, როდესაც გარკვეული ბრალდებები ისმის, მითუმეტეს გამოგონილ ამბებზე, მითუმეტეს, როდესაც თქვენ [ოპოზიცია] ბრალდებებს ახმოვანებთ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და ამას პოლიტიკურ კონტექსტში ჩასვამთ ხოლმე. მინდა გაგახსენოთ რამდენიმე კვირის ისტერია, მაგალითად, თქვენ მიერ გაპიარებული ნაზღაიძის ქეისი და გითხრათ, რომ არასამთავრობოების მიერ დღეს გავრცელებული განცხადებით, რომლებიც იცით, რომ ძალიან კრიტიკულები არიან ხელისუფლების მიმართ, მათ განაცხადეს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ობიექტურ დამკვირვებელს არ მისცემს საფუძველს მტკიცებით ფორმაში დაასკვნას, რომ ნატა ნაზღაიძის ოჯახის მიერ, სტიქიის შედეგად დაზარალებული ნაკვეთის საკომპენსაციოდ მიღებულ მილიონ ლარამდე თანხა, ქრთამის სახით იქნა მიღებული. ძალიან გთხოვთ ისეთ ტყუილებს, რომელსაც იმედოვნებთ, რომ არ აღმოაჩნდება მოკლე ფეხები, ნუ იტყვით ხოლმე იმიტომ, რომ ეს საბოლოო ჯამში მიმართულია სასამართლოს დისკრედიტაციისკენ,“ - განაცხადა მდინარაძემ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25