უკან

პოლიტიკა

1 აპრილი, 2025 18:28
font-size

ნათელია, რომ ყველა გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - სალომე ზურაბიშვილი

ნათელია, რომ ყველა გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის 90 წევრი, ყველა მინისტრი, პარტიის ყველა მხარდამჭერი ერთი “მესიჯბოქსით” საუბრობს და “ქართულ ოცნებას” ყველა გამოეცალა, ვინც ნამდვილად პროევროპული, პროდასავლური იყო.

“ის [ბიძინა ივანიშვილი] არაფორმალური ხელი იყო ქართულ პოლიტიკაში დასაწყისიდანვე. ხანდახან პირდაპირ მოქმედებდა - პრემიერ-მინისტრი როცა იყო, სხვა დროს უკან იხევდა და ამბობდა, რომ არასდროს დაბრუნდებოდა [პოლიტიკაში], მერე ბრუნდებოდა.

დღეს ნათელია, რომ ის ყველა გადაწყვეტილებას იღებს. წლების განმავლობაში “ქართულ ოცნებას” ყველა ადამიანი გამოეცალა, ვინც ნამდვილად პროევროპული, პროდასავლური იყო, და ბევრი ასეთი იყო, ვინც ტრადიციული ქართველი პოლიტიკოსები იყვნენ, ვინაიდან, თავიდან “ქართული ოცნება” როგორც დიდი კოალიციით მოვიდა…

ასე რომ, ამ დროისთვის ეს ძალიან მცირე, შიგნით შეტრიალებული “ქართული ოცნებაა”, ძალიან მცირე ინტელექტუალური შესაძლებლობებით და ნათლად “ერთი კაცი - ერთი გადაწყვეტილებაა”, ვინაიდან ყველა - პარლამენტის 90 წევრი, ყველა მინისტრი, პარტიის ყველა მხარდამჭერი - ისინი ყველა ერთი “მესიჯბოქსით” საუბრობენ. ერთი განსხვავებული განცხადებაც კი არ არის ნებისმიერ საკითხზე, თუნდაც საკითხებზე, რომლებიც ძალიან პირდაპირ პოლიტიკური არ არის, რაზეც განსხვავებული აზრი შეიძლება გაჟღერდეს მაგათგან ვინმესგან. ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში არ მომხდარა, ეს სრული მონოლითია და ძალიან ცხადია, რომ ბატონი ივანიშვილია ის, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.

წყარო.

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა

24 თებერვალი, 2026 , 13:54

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და &

იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:21

იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მ

შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:17

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პროფესიული განათლების განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთა

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:10

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში  სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაზრის კვლევის შედეგების პ

შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:06

მთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ

იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:02

იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს საკუთარ პროფესიულ საქმი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი