უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 ნოემბერი, 2017 12:00
font-size

ნატო ჩხეიძე: „დეპუტატებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ საზოგადოებისთვის მტკივნეული პრობლემები ოპერატიულად წამოსწიონ!“

„რეგლამენტის 137-ე მუხლში შეტანილი ცვლილება ვერანაირად უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის წევრებს, არჩეულ დეპუტატებს, რომ განახორციელონ მათი ერთ- ერთი პირდაპირი მოვალეობა - დროულად და აქტიურად გამოეხმაურონ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებს ან თავად დააყენონ მოსახლეობისთვის აუცილებელი და საჭირბოროტო საკითხები,“ - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა.

როგორც ჩხეიძემ განმარტა, დღევანდელი რეგლამენტით, რომელსაც საპროცედურო კომიტეტი იდეალურად მიიჩნევს, თვეში მხოლოდ ორჯერაა შესაძლებელი განცხადებით გამოსვლა და, დროის მიხედვით, ეს შესაძლებლობა, მაქსიმუმ, მხოლოდ 15 დეპუტატს აქვს.

„პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ანუ კეთილი ნებით, ეს დრო არსებული რეგლამენტით შესაძლებელია გაიზარდოს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ კეთილ ნებას სხდომის თავმჯოდმარე იჩენს ხოლმე და შესაბამისად, უკვე 30 დეპუტატს, ვაზუსტებ: თვეში 30 დეპუტატს აქვს შესაძლებლობა პლენარულ სხდომაზე განცხადებით გამოსვლისა, მაგრამ, პარლამენტში, მოგეხსენებათ, 150 დეპუტატია და, უკეთეს შემთხვევაში, 4 თვეში ერთხელ მოგიწევს რიგი.

ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხარვეზისა, რომელიც საპროცედურო კომიტეტის შეფასებით, მომყავს ამონარიდი კომიტეტის დასკვნიდან: „საპროცედურო კომიტეტს გაცილებით უფრო მოქნილ საშუალებად მიაჩნია პლენარული სხდომის მიმდინარეობის წარმართვისათვის საპარლამენტო საქმიანობის გათვალისინებით" , ესე იგი, არსებული ნორმა უფრო მოქნილიაო, - ბრძანებს თავისი ხელმოწერით საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე.

კიდევ ერთხელ დავაზუსტებ: საპროცედურო კომიტეტის უმრავლესი დეპუტატების შეფასებით ( სულ 5 იყო), პლენარულ სხდომაზე დეპუტატის მიერ განცხადებით გამოსვლა მხოლოდ ოთხშაბათ დღეს უფრო მოქნილი ფორმა და საშუალება ყოფილა სადეპუტატო საქმიანობისთვის, ვიდრე სხდომის მომდევნო დღეების გამოყენებაც ამავე მიზნისათვის. და თუ რატომაა 1 უფრო მოქნილი ფორმა, ვიდრე 3, ამ რებუსის ამოხსნა იმ დეპუტატებისთვის მიმიმინდვია, ვინც კომიტეტის სხდომაზე, მათი შეფასებით, უფრო მოქნილ ფორმას, ანუ 1- ს ( მხოლოდ ოთხშაბათს) დაუჭირა მხარი.

ჩვენი შეფასებით კი ეს რეგლამენტის ხარვეზია, რაც უნდა „უფრო მოქნილი" უწოდო. სწორედ ამ „უფრო მოქნილი“ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებმა“ და მე წარმოვადგინეთ პროექტი, სადაც ყოველ პლენარულ სხდომაზე 1 საათი დათმობილი იქნება განცხადებებისთვის 30-წუთიანი კეთილი ნების ჩანაწერის შენარჩუნებით, რისი გამოყენებაც, ფაქტობრივად, აღარც იქნება საჭირო, თუ დეპუტატები მხარს დაუჭერენ ყოველდღიური განცხადებების ნორმას.

აგრეთვე, ყოველდღიური განცხადებების დროს სულ ადვილი შესაძლებელია, რომ 1 საათი არც კი შეივსოს, რადგან დროის ათვისება თვითმიზანი არ არის, ეს ნორმა უფრო განცხადებების დროში ოპერატიულობას შეუწყობს ხელს,“ - აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე თქმით, განცხადების ხანგრძლივობა იქნება 4-წუთიანი რეჟიმი, როგორც ახლაა. ის შენიშვნები კი, რაც საპროცედურო კომიტეტის დასკვნაშია ჩამოთვლილი, ჩხეიძის აზროთ, ხელოვნური მიზეზებია „არას“- სათქმელად, რომლებიც არც იარსებებდნენ ან სულ ადვილად დარეგულირდება, როცა „ჰო“-ს თქმას დააპირებენ.

„სრულიად შესაძლებელია, შევიტანო კოლეგების მოსაზრებები პროექტში და "ყოველი პლენარული სხდომის" ნაცვლად ჩაიწეროს მაგალითად, ასე: „პლენარული სხდომის პირველი და მეორე დღე“, ან „პლენარული სხდომის პირველი და მესამე დღე“.

აგრეთვე, გავითვალისწინებ კოლეგების ყველა იმ წინადადებას, რომელიც უზრუნველყოფს დეპუტატებისთვის განცხადებების დროის პერიოდულობის გაზრდას, მსგავსი ნებელობა დეპუტატს მისცემს საშუალებას აქტიური და დროული ჩართვისათვის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებში.

თუ დემოკრატია ჩვენთვის, მართლაც. პრინციპი და საქმეა და არა - ლიტონი სიტყვა, მაშინ კიდეც უნდა მიეცეთ დეპუტატებს საშუალება, რომ საზოგადოებისთვის მტკივნეული პრობლემები ოპერატიულად წამოსწიონ.

ოპერატიულობა კი სწორედ ის არის, რომ თვეში ორჯერ, ოთხშაბათ დღეს არ ველოდოთ განცხადებისათვის“, - აღნიშნა ნატო ჩხეიძემ და ყურადღება საპროცედურო კომიტეტის დასკვნის კიდევ ერთ აქცენტზე გაამახვილა:

„მხედველობაში მაქვს წარმოდგენილი კანონპროექტის ნაკლი, რომ ის იძლევა ისეთი ინტერპრეტაციის საშუალებას. რომ შესაძლებელი იქნება. განცხადებები საგანგებო, რიგგარეშე სხდომის დროსაც, რაც საპროცდურო კომიტეტის აზრით, დაუშვებელია.

მინდა კოლეგებს შევახსენო ზაფხულის, კერძოდ 26 ივლისის, საქართველოში გამძვინვარებული ხანძრის გამო დანიშნული რიგგარეშე სხდომა, როცა პარლამენტის თავმჯდომარემ რიგგარეშე სხდომის გახსნის შემდეგ, სიაში ჩაწერილ 7 დეპუტატს განცხადებებისთვის მისცა შესაბამისი დრო, რასაც სულაც არ გამოუწვევია პროტესტი საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის ან იმ წევრებისაგან, რომლებმაც მიუღებლად და ნაკლად მიიჩნიეს წარმოდგენილ კანონპოექტში ნაგულისხმევი იგივე ნორმა.

როგორც აშკარად ჩანს, ნებისმიერი არგუმენტით საჭირო იყო იმ დროს ამ კანონპოექტის დაწუნება, დრო არ შეცვლილა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ჩემი ამ გამოსვლის შემდეგ შეიცვლება დეპუტატების დამოკიდებულება კანონპროექტზე თანდართული საპროცედურო კომიტეტის უარყოფითი დასკვნის მიმართ და თქვენს მიერ მხარდაჭერილი იქნება კანონპროექტში წარმოდგენილი რეგლამენტის ცვლილებება მაშინაც კი, როცა კენჭისყრის დროს თავმჯდომარე განმარტავს, რომ კანონპროექტი შემოტანილია ოპოზიციის მიერ. ვიმედოვნებ, რომ დეპუტატები მხარს დაუჭერენ რეგლამენტის წარმოდგენილ ცვლილებას,” - აღნიშნა დეპუტატმა

საკვანძო სიტყვები:

არც კარანტინია გამორიცხული და არაფერი - გია ვოლსკი

30 მარტი, 2020 , 16:50

თუ საგანგებო მდგომარეობა გამკაცრდება, ან საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდება, ეს იქნება დამყარებული არა რომელიმე პოლიტიკოსის გადაწყვეტილებაზე, ან პოპულისტურ ქმედებებზე, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს ოპონენტებს დასჩემდათ, არამედ ჩა

„ერთიანი საქართველო“ ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს

28 მარტი, 2020 , 15:00

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს. „ჩვენ, „ერთიან საქართველოს“, გვინდა წარმოგიდგინოთ, შედარებით მოკრძალებული და რეალისტური გეგმა სწორედ ჩ

დღეს ისე როგორც არასდროს საჭიროა ევროპული სოლიდარობის დემონსტრირება - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

25 მარტი, 2020 , 22:42

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის დაარსებისთვის საფუძველის ჩაყრის 63 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ზუსტად 63 წლის წინ, 1957 წლის 25 მარტს, ევროპის ქვეყნებმა რომის ხელშეკრულების ხელმოწე

არჩილ თალაკვაძესა და ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

25 მარტი, 2020 , 11:25

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური არჩილ თალაკვაძესა და ამერიკელ კონგერსმენ ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი,

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შესახებ გაერო-სა და ევროპის საბჭოს ეცნობათ

23 მარტი, 2020 , 12:35

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ევროპის საბჭოს ეცნობათ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დადგენილი საერთაშორისო პ

ნატო ჩხეიძე: პრემიერის გამოუცხადებლობა მივიჩნიე უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად

22 მარტი, 2020 , 14:35

„პრემიერის გამოუცხადებლობა მივიჩნიე უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად არა მარტო პარლამენტის მიმართ, რაც ისედაც სჩვევია, არამედ უპასუხისმგებლიბად თავისივე ინიცირებული 1 თვიანი საგანგებო რეჟიმის მიმართ, და ასეც აღვნიშნე