უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 თებერვალი, 2022 14:44
font-size

ნატო ჩხეიძე: ერთ კალაშნიკოვთან 10 წუთიანი შეხვედრა კი არა, ას კალაშნიკოვთან რომ მომიწიოს ასი დღე საუბარი, იოტისოდენა ცვლილება ვერ მოხდება ჩემს ბავშვობიდანვე ჩამოყალიბებულ ცნობიერებაზე

როგორც კი ქართული ოცნების წევრებს ჩემს მწვავე კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა არ შეუძლიათ, მაშინვე დემაგოგიაზე გადადიან, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

„მოგესალმებით, კოლეგებო და განსაკუთრებით მივესალმები ბატონ სოზარს, ბატონ გიორგის და ბატონ მამუკას.

როგორც კი ქართული ოცნების წევრებს ჩემს მწვავე კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა არ შეუძლიათ, მაშინვე დემაგოგიაზე გადადიან და : “ თქვენ ის არა ხართ, მოსკოვში რომ იყავით და დუმის წარმომადგენელთან შეხვედრაზე ბრძანდებოდითო?” გამარჯვებულის იერით აღნიშნავენ. და “ ეს რა რიტორიკული ცვლილებებიაო” მერე გაიოცებ- გაიკვირვებენ კიდეც.

არა, ბატონო ოცნებელებო, ეგ არ არის პასუხი იმ მწვავე პრობლემებზე, თქვენი მმართველობისას ნაწილიბრივ უთაობითა და უფრო მეტი კი კორუფციული სქემებით რომ არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში.

და კიდევ, თქვენ რომ ოდნავი წარმოდგენა მაინც გქონდეთ, ვინ არის მამაჩემი - ოთარ ჩხეიძე საქართველოს ისტორიისათვის, რა გავლენა მოუხდენია მის ნათქვამსა თუ ნაწერს ტოტალიტარული ქვეყნის მოქალაქეების შეგნებაზე, რა რეპრესიები განუცდია და რა ღისებითა და გაბედულებით აუტანია, არ იკადრებდით დემაგოგიას ჩემს მიმართ, რადგან თავად მიხვდებიდით, რომ ოთარ ჩხეიძის ოჯახში აღზრდილი შვილის მდგრად მენტალობაზე.

ერთ კალაშნიკოვთან 10 წუთიანი შეხვედრა კი არა, ას კალაშნიკოვთან რომ მომიწიოს ასი დღე საუბარი, იოტისოდენა ცვლილება ვერ მოხდება ჩემს ბავშვობიდანვე ჩამოყალიბებულ ცნობიერებაზე.

აქვე გაგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატს კი არა, რუსეთის პრეზიდენტს რომ ზვიად გამსახურდია შეხვედრია, მას მერე ხუნტის მიმდევრები სწორედ ამ ერთი შეხვედრის გამო ამუნათებდნენ საქართველოს პრეზიდენტს და მერე დაამხეს კიდეც რუსული იარაღით.

მას შემდეგ სულ ასეა: საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამამხობელთა სულიერი შთამომავლები და რეალურად კი რუსეთთან ფარულად კავშირში მყოფნი პირადად თუ პარტიულად, - კიცხავენ მათ, ვისაც ახდილი შეხვედრა ერთხელ მაინც ჰქონია რუსეთის პოლიტიკურ წარმომადგენლებთან და თავიანთი ვეება ჭკუით ამით ვითომ ამხელენ და ნიშს უგებენ პოლიტიკურ ოპონენტებს.

და კიდევ: რუსეთში ჩასვლა ქართული ოცნებელების აზრით ნეტავ რატომ უნდა იყოს დასაძრახი, როცა მათი იდეური მამა სწორედ რუსული პოლიტიკური ტრამალების ფინანსური პირმშოა.

ასე, რომ, კოლეგებო, არც ჩემს და არც სხვათა მიმართ დემაგოგია ვერას გიშველით, როცა ასე აშკარად ვერ სცემთ ხოლმე პასუხს თქვენთვის უსიამოვნო კითხვებს ჩვენი ქვეყნის დაქცეული ეკონომიკის, გაქცეული ვალუტის, უხეიროდ მართული პანდემიისა თუ უმართავი ბორდერიზაციის გამო და თქვენი მოიარებითი პასუხებით და დემაგოგიური განცხადებებით მხოლოდ ასე უხერხულად აშიშვლებთ საკუთარ თავს და საკუთარ პარტიულ პოზიციებს,“- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ალეკო ელისაშვილი

4 ნოემბერი, 2025 , 15:27

გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ - ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.  მისი თქმით, ხელშეკრულება

საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ რუსეთის პრაქტიკასაც იმეორებს - სალომ ზურაბიშვილი

4 ნოემბერი, 2025 , 15:14

საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ რუსეთის პრაქტიკასაც იმეორებს: მაღალი დონის კორუფცია (რომელშიც ათზე მეტი მაღალი თანამდებობის პირია ჩართული), - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომ ზურ

შიმშილობის მე-8 დღეს პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატა

4 ნოემბერი, 2025 , 12:22

შიმშილობის მერვე დღე პარალმენტთან - პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატათ. უწყვეტ აქციაში ახლა 8 პირი მონაწილეობს. ერთ-ერთი მოშიმშილე, რომელიც პრლამენტის წინ აქციის მონაწილეებს შეუერთდა, თამაზ მაჭავარიანია.

კონკრეტულ ევრობიუროკრატებს ფაქტები ვერ მოჰყავთ, როცა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მტკიცებულებები არ აქვთ, მხოლოდ აღქმებით საუბრობენ - ლევან მაჭავარიანი

4 ნოემბერი, 2025 , 11:53

დიდი იმედი გვაქვს, 2030 წლისთვის ვითარება რადიკალურად იქნება შეცვლილი. როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ამ ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირიც მოახერხებს და იქ საღი აზრი გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საპარლა

ბრიუსელში დღეს „გაფართოების სამიტი“ გაიმართება

4 ნოემბერი, 2025 , 11:08

4 ნოემბერს ბრიუსელში „გაფართოების სამიტი“ გაიმართება, სადაც მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება. „გაფართოების სამიტში“ ევროკავშირისა

მამუკა ხაზარაძე ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა, ასეთი პატრიოტი თუა და გულში მჯიღს იცემს, მაშინ გერმანიის ელჩთან ხელშეკრულება შეწყვიტოს და ბინა ქართველს მიაქირაოს - შალვა პაპუაშვილი

3 ნოემბერი, 2025 , 13:03

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მამუკა ხაზარაძე ყალბ პროპაგანდას და ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა. პაპუაშვილი გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადე