პოლიტიკა
ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველო არანაირ კომპრომისებზე არ წავა - თამარ ჩუგოშვილი
საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოზე გაკეთებული განცხადების შეფასებისას თქვა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად არანაირ კომპრომისზე არ წავა.
„ამაში განსაკუთრებული სიახლე არაფერი არ არის, რუსეთს რომ არ უნდა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება. არავისთვის საიდუმლო არ არის, ყველამ ვიცით, რომ რუსეთი არის ჩვენი ნატო-ში ინტეგრაციის მთავარი მოწინააღმდეგე. ეს რომ ასე არ იყოს, ჩვენ უკვე ვიქნებოდით ალიანსის წევრი, მე ამისი მჯერა. რუსეთი ისევ და ისევ აფიქსირებს იმ პოზიციას, რაც მას ყოველთვის ჰქონდა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა და ძლიერი და პრინციპული პოზიციის შენარჩუნება, იმიტომ რომ საქართველოსაც და უკრაინასაც იმისთვის, რომ უსაფრთოების გამოწვეებს გავუმკლავდეთ, რაც მოდის რუსეთიდან თუ სხვა მხრიდან, ყველაზე კარგი საშუალება არის ნატო-ს წევრობა. მე ვფიქრობ, ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველო არანაირ კომპრომისებზე არ წავა. ბუნებრივია, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას, რომ მათი მხრიდანაც არანაირი კომპრომისი არ იყოს,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.
ვლადიმერ პუტინმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას „ნეგატიური რეაქცია“ ექნება, თუკი საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან.
„ჩვენთვის ეს არის პირდაპირი და მყისიერი საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის... ნატო-ს ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან მოახლოება იქნება საფრთხე და რეაქცია იქნება უკიდურესად ნეგატიური“, – განაცხადა პუტინმა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

