უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
„ნაციონალურ მოძრაობას“, რუსთავი 2-ს, თქვენს ხელმძღვანელებს არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ, ისაუბროთ ომზე - კახა კალაძე რ2-ის ჟურნალისტს
თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძის განცხადებას, რომ რუსეთი ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტად სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებს იყენებს.
კალაძემ ამაზე უპასუხა, რომ წინა მთავრობის წარმომადგენლებს არ აქვთ მორალური უფლება, ომზე ისაუბრონ.
„რა განცხადებებზე საუბრობთ? ქმედებებია წინა ხელისუფლების დროს განხორციელებული და ტერიტორიები გვაქვს დაკარგული. „ნაციონალურ მოძრაობას“, თქვენს ტელევიზიას, თქვენს ხელმძღვანელებს არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ ისაუბროთ ომზე, იმიტომ, რომ თქვენ იყავით ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იმის, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჩვენი გმირები, მშვიდობიანი მოსახლეობა, 200-მდე სოფელი. დღეს ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და გამოდიხართ და საუბრობთ ომზე, ძალიან უხერხულია, ძალიან“, - განუცხადა კალაძემ რუსთავი2 - ის ჟურნალისტს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე - მიხეილ სააკაშვილი
2 თებერვალი, 2026 , 18:34
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
2 თებერვალი, 2026 , 18:21
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საგაზაფხულო სესიის პირველი სამუშაო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს
2 თებერვალი, 2026 , 18:09
წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება - ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა - გია ვოლსკი
2 თებერვალი, 2026 , 17:56
დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - მარიამ ლაშხი
2 თებერვალი, 2026 , 17:47
დუბაიში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო
2 თებერვალი, 2026 , 17:26


