უკან

საზოგადოება

31 იანვარი, 2017 16:10
font-size

ნაციონალური მოძრაობა და 25 არასამთავრობო ორგანიზაცია დევნილთა სამინისტროსთან საპროტესტო აქციების გამართვას იწყებს

ნაციონალური მოძრაობა და 25 დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აფხაზთა კრებაში შედიან, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან 2 თებერვლიდან პერმანენტული აქციების გამართვას იწყებს.

როგორც პრესკონფერენციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, ამის მიზეზი გახდა სამინისტროს გეგმა, რომლის მიხედვით, დევნილთა ნაწილს 45-ლარიან სახელმწიფო დამხარება მოეხსნება.

აქციების მიზანია, რომ ხელისუფლებამ შეაჩეროს ამ მავნებლური გადაწყვეტილების განხორციელება.

“ამ დახმარების მოხსნა ნიშნავს ათასობით ადამიანის გაწირვას შიმშილისა და სიცივისთვის. დოკუმენტში ასევე საუბარი არის დევნილთათვის სტატუსის ჩამორთმევაზე, რაც არის ძალიან მძიმე პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი და ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა საბოლოოდ უარი თქვას აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ჩვენი დევნილების დაბრუნებაზე“,-აღნიშნა წიკლაურმა.

პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ბესიკ წერედიანმა დევნილთა მინისტრს კითხვით მიმართავს, თუ რატომ არ გაიწერა ეს გეგმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში.

„ვეკითხები ბატონ სუბარს, რატომ არ იყო ეს ჩაწერილი „ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში, თუ ამას აპირებდნენ. რატომ არ იყო ის ბევრი ნაბიჯი გაწერილი საარჩევნო პროგრამაში, რასაც აპირებენ სოციალური მიმართულებით? იმიტომ რომ, არჩევნებს წააგებდნენ, მათ ხმას არ მისცემდა ის ამომრჩეველიც კი, ვინც მისცა“,-აღნიშნა წერედიანმა.

მონიკა დავლიანიძე

დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით

22 ნოემბერი, 2024 , 15:35

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, სკოლებმა უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე.   STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადების პრო

პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა

22 ნოემბერი, 2024 , 15:08

ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, მათივე ცნობით, ამ

აღწერა 2024-ის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება - „საქსტატი“

22 ნოემბერი, 2024 , 13:07

2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეოს აღწერის ფარგლებში, თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, შესაბამისად, თვითრეგისტრაციის პლატფორმა 23 ნოემბრის ნაცვლად, 28 ნოემბერს დაიხურება. ამის შესახ

საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge სარესტორნო ბიზნესის მართვის კურსი დაემატა

22 ნოემბერი, 2024 , 12:49

საქართველოს ბანკი განაგრძობს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის მხარდაჭერას და ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის სასარგებლო რესურსების გაზიარებას. ამ მიზნით, ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge ახალი კუ

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან

21 ნოემბერი, 2024 , 17:39

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით, Black Friday-ის პერიოდში, Ads მენეჯერით საკუთარი მომხმარებლებისთ

`მათეს თავისუფლებისთვის` - დღეს, 20:00 საათზე, საპროტესტო აქცია გაიმართება

21 ნოემბერი, 2024 , 16:07

"მათეს თავისუფლებისთვის" - ამ ლოზუნგით გამართავენ საქართველოს მოქალაქეები დღეს, 21 ნოემბერს, 20:00 საათზე საპროტესტო აქციას. აქციის ორგანიზატორები ხალხს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ელოდებიან და 19 ნოემ