პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობა თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის შესანარჩუნებლად პრეზიდენტს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას სთხოვს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა, სასწრაფოდ დანიშნოს არჩევნები, რათა არ მოხდეს 7 თვითმმართველი ქალაქისთვის (გორისთვის, ზუგდიდისთვის, ახალციხისთვის, თელავისთვის, ოზურგეთისთვის, მცხეთისა და ამბროლაურისთვის) სტატუსის ჩამორთმევა და 7 მუნიციპალიტეტთან (გორის, ზუგდიდის, ახალციხის, თელავის, ოზურგეთის, მცხეთისა და ამბროლაურის) მათი გაერთიანება.
„ერთადერთი გამოსავალი, რომელიც არსებობს, იმისათვის, რომ არ მოხდეს კონკრეტული ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმება, არის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს საქართველოს პრეზიდენტმა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, სასწრაფოდ დანიშნოს არჩევნების დღე, რათა ჩაიშალოს ბიძინა ივანიშვილის მზაკვრული გეგმა ქალაქების სტატუსების გაუქმებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბოტკოველმა დღევანდელ ბრიფინგზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

