უახლესი ამბები
- 24.02.2026 17:33თბილისის პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
- 24.02.2026 17:00სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
არქივი
პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ არსებული „წინააღმდეგობის პლატფორმა“ დატოვა - თინა ბოკუჩავა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ 31 მარტის აქციაზე ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ მისმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, „წინააღმდეგობის პლატფორმა“ დაეტოვებინა. ამის შესახებ ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა 31 მარტის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას სიახლე ვერ გააჟღერა.
გარდა ამისა, ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილთან უკმაყოფილება იყო იმასთან დაკავშირებითაც, რომ მან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალა.
„31 მარტის აქციაზე, რომელიც მნიშვნელოვანი აქცია იყო ამ თარიღის ისტორიულობიდან გამომდინარე, იმ განაცხადის შემდეგ, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მოვისმინეთ, რომელმაც, ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის ვერანაირი სიახლე ვერ გააჟღერა, ჩვენ ვთქვით, რომ ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებდით.
ყველაზე დიდი დისტანცია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის არსებობდა. რატომ? იმიტომ, რომ ერთმა პროევროპულმა პრეზიდენტმა, რომელმაც სცადა, შეემაგრებინა საქართველოში ევროპის დროშა, როდესაც მას რუსები გვართმევენ, არ შეიწყალა მეორე პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილს ამასთან დაკავშირებით არანაირი ახსნა არ ჰქონდა, ეს იყო პირად გემოვნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ეს იყო მისი ექსკლუზიური უფლება, რომელსაც ვერ შეეცილებოდა და ვერ შეედავებოდა ვერავინ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
კითხვაზე, თუკი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმის ფარგლებში განცხადებას გააკეთებს, იქნება თუ არა ამ განცხადებაში მოაზრებული „ნაციონალური მოძრაობაც“, ბოკუჩავა ასე პასუხობს: „არა, რადგან ჩვენ იქ არ ვდგავართ“.
ამასთან, ბოკუჩავამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე და იქ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მისვლაზე ისაუბრა.
ბოკუჩავას თქმით, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ არსებულ პლატფორმაზე ოთხი ოპოზიციური პარტია ერთსულოვნად შეთანხმდა, რომ კომისიაში არცერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ გამოცხადებულიყო, რაც გიორგი გახარიამ დაარღვია, „რითიც ხაზი გაუსვა იმასაც, რომ არანაირი კოორდინაცია არ არსებობს“.
„თითქმის ხუთი თვის განმავლობაში ნაწილი ვიყავი იმ ფორმატის, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ იკრიბებოდა. შიდა პოლიტიკურ ნაწილში ერთადერთი გადაწყვეტილება, რაზეც პოლიტიკური პარტიები შევჯერდით, იყო ის, რომ არცერთი პოლიტიკოსი არ უნდა მისულიყო წულუკიანის ღალატის კომისიაზე და ეს შეთანხმებაც დაარღვია გიორგი გახარიამ. ამით ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სინამდვილეში არანაირი კოორდინაცია არ არსებობს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავას თქმით, ნამდვილი ოპოზიციაა თუ არა, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის მოქმედებები აჩვენებს.
„ჩემი აზრით, განსაკუთრებულად კომიკურად ჟღერს მთავარ ოპოზიციონერ პარტიად პრეტენზია ადამიანისგან, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ რუსულ რეჟიმს ემსახურებოდა, რუსული რეჟიმის სახელით არბევდა პირველ ანტისაოკუპაციო აქციას, სერგეი გავრილოვის დასაცავად მის მიერ დაგეშილი დაცვის წევრები ხელებს გვიგრეხდნენ და დაზიანებას გვაყენებდნენ სხეულზე.
ნამდვილი ოპოზიციაა თუ არა, ამას მისი მოქმედებები გვაჩვენებს. მის განზრახვებზე და მის სურვილებზე კითხვის ნიშნებს ბადებს, როდესაც დიდ დროს უთმობს მთავარი ოპოზიციური ძალის უსამართლო კრიტიკას და მასთან დაპირისპირებას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავა გახარიას მიერ კომისიაზე გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და აცხადებს, რომ მან მთავარ კითხვაზე პასუხიც კი ვერ გასცა.
„ზოგიერთების შეფასება იყო, რომ სწორედ იმიტომ გამოცხადდა, რომ ჰქონდა შიში იმისა, რომ შემდგომ დაეკავებინათ. ერთადერთი კითხვა იყო, რაც სინამდვილეში არსებობდა: „ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისს?“ ჯერ თქვა, რომ დიახ, მე გავეცი ბრძანებაო, მაგრამ იქ [პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე] რომ მივიდა, თქვა, რომ კი, მე გავეცი ბრძანება წყლის ჭავლის და გაზის ნაწილში და არა ტყვიების ნაწილშიო. ეს რა პასუხი იყო? თავადვე უარყო ის, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ამტკიცებდა „სუპერძალოვანი“ მინისტრის იმიჯის შესაქმნელად“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
საკვანძო სიტყვები:
დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა
24 თებერვალი, 2026 , 13:54
იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:21
შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:17
ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:10
შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:06
იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:02




