უკან
საზოგადოება
9 ივნისი, 2017 17:35
ნიკა გვარამია ტელეარხიდან წასვლის შესახებ განცხადებას თავად გააკეთებს - ზაალ უდუმაშვილი
ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მოადგილის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ნიკა გვარამია თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას თავად გააკეთებს.
რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის შეთავაზებას, მერობის კანდიდატობასთან დაკავაშირებით, უდუმაშვილი აცხადებს, რომ მას გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს.
„ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია. არ ვჩქარობ ამ გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
მისივე განცხადებით, „სხვა საქმეების გამო 21:00-საათიან „კურიერს“ რამდენიმე დღე არ წაიყვანს“.
მონიკა დავლიანიძე