უახლესი ამბები
- 24.02.2026 17:33თბილისის პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
- 24.02.2026 17:00სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
არქივი
პოლიტიკა
ნიკა რურუა ხელისუფლებას საარჩევნო სიების გაყალბებაში ადანაშაულებს
ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა რურუა მმართველ გუნდს საარჩევნო სიების გაყალბებაში ადანაშაულებს.
როგორც რურუამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სიებზე გარდაცვლილი და უცხოეთში მცხოვრები ადამიანების მიწერა მოხდა.
მაჟორიტარობის კანდიდატი ვარაუდობს, რომ მიწერილი ამომრჩევლების ხმები მისი კონკურენტის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გამოიყენეს.
,,ბოლო პერიოდში მთაწმინდაზე დამატებულია 8 ათასამდე ადამიანი, რომელიც არ ცხოვრობს არცერთ მისამართზე. მათ შორის არიან ადამიანები, ვინც არცერთ მისამართზე არ არის ან მიწერილია ორგანიზაციებზე, მაგრამ, რეალურად იქ არ ცხოვრობს, ადამიანები, ვინც საზღვარგარეთაა წასული 10 წელი, 15 წელი, 30 წელი. ეს არის მხოლოდ ის ხალხი, ვინც მხოლოდ 2016 წელს დაამატეს სიაში. ასევე სიაში არიან გარდაცვლილები, ადამიანები, ვინც გარდაცვლილები არიან 2 წელია. ისინი 2016 წელს დაამატეს სიაში. ასევე არიან ადამიანები, ვინც ოდესღაც ცხოვრობდა აქ, მაგრამ ახლა აღარ ცხოვრობენ და არიან სრულიად დაუდგენელი პირებიც. ესენიც ასევე მიამატეს 2016 წელს საარჩევნო სიას. 2016 წელს მიწერილი ადამიანების რაოდენობა არის 4 300-ზე მეტი. ცესკომ-მ პირველი ტურის შემდეგ ჩემ ოპონენტებს, ანუ ხელისუფლების ფავორიტს დაუწერა დაახლოებით 10 ათასი ხმა. ეს სია, რომელიც ბოლო ხანებში დაემატა საარჩევნო სიას, აღემატება 8 ათასს. ბევრი მათგანის იდენტობა შეიძლება იყო გამოყენებული ზურაბიშვილის სასარგებლოდ. ეს ცხადია, არის გაყალბება და მეორე ტურში ამას ჩვენ არ დავუშვებთ’’, - განაცხადა ნიკა რურუამ.
მაჟორიტარობის კანდიდატი უახლოეს მომავალში სასამართლოში შესაბამისი სარჩელის შეტანას გეგმავს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა
24 თებერვალი, 2026 , 13:54
იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:21
შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:17
ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:10
შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:06
იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:02




