უკან

პოლიტიკა

30 აპრილი, 2018 12:50
font-size

ნინო ბურჯანაძეს მე საერთოდ არ განვიხილავ სერიოზულ კანდიდატად -დავით ზურაბიშვილი

რესპუბლიკური პარტიისთვის ორიენტირი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია. როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა დავით ზურაბიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები მათთვის პრიორიტეტული არ არის, თუმაცა პროცესებში გარკვეული ფორმით მონაწილეობას აპირებენ.

„არამარტო რესპუბლიკური პარტიისთვის, არამედ კოალიციის სხვა წევრებისთვის საკმაოდ რთული პერიოდია ახლა. ეს ბუნებრივიცაა, ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში საკმაოდ სოლიდურად წარმოდგენილი და მერე ჩვენი შეცდომებისა თუ ბიძინა ივანიშვილის მიზანმიმართული ქმედებით, ამ რელობის წინაშე დავდექით.

ჩვენ გვაქვს გეგმა თუ როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისული სიტუციდან. ჩვენი ორიენტირი არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები.მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები არ არის პრიორიტეტული , თუმცა მონაწილეობას გარკვეული ფორმით იმ პროცესებში, რაც პროცესებიც იქნება, რა თქმა უნდა, ვაპირებთ. პოლიტიკური ბლოკის შექმნას ჯერჯერობით არ ვგეგმავთ“, - აცხადებს ზურაბიშვილი.

დავით ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ნინო ბურჯანაძეს კონკურენტუნარიანად არ თვლის.

„ნინო ბურჯანაძეს მე საერთოდ არ განვიხილავ სერიოზულ კანდიდატად, რომელსაც შეუძლია კონკურენციის გაწევა. წინა საპარლამენტო არჩევნებიც ამას ცხადყოფს.

მარგველაშვილს თვითონ არ უთქვამს არაფერი. თუ მას სურდა გაერთიანებული კანდიდატი ყოფილიოყო, მას სათანადო მუშაობა უნდა ქონოდა“ ნაცნიონლურ მოძრაობასთან“ , „ევროპულ საქართველოსთან“ თუ სხვა პარტიებთან. ჯერჯერობით მას არ მიუღია გადაწყვეტილება და საერთოდ არ ვიცით აპირებს თუ არა მონაწილობის მიღებას.“ - აცხადებს ზურაბიშვილი.

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში ჩატარდება.

ცირა გურგენიძე

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა