პოლიტიკა


ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი იყო - ანა დოლიძე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ქალბატონ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩემთვის, თუმცა ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და მინდა, დამატებითი რამ გავიგო ამის შესახებ.
სისტემაში, რა სისტემაშიც ქალბატონი ნინო იყო ლიდერი, ზოგადი ფონი ძალიან მძიმე იყო, რასთანაც მას ჰქონდა ყოველდღიური შეხება, მაგრამ კონკრეტულად რაშია საქმე, რატომ დღეს, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს და მეტი მინდა, გავიგო. მას ძალიან მძიმე სფერო შეხვდა სამუშაოდ და ამას რამდენად შეხება ჰქონდა მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, არ ვიცით, მაგრამ იქ მუშაობა, რომ ძალიან ძნელი იყო, ეს ცხადია“, – განაცხადა დოლიძემ.
როგორც უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ნინო გვენეტაძის გადადგომის მიზეზი გახდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროება.
საკვანძო სიტყვები:
ფიშერი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის „ლელოდან“ დაწყებული „ნაცმოძრაობით“ დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის მხარდამჭერია - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 18:24
იმედი მაქვს, როცა აშშ-ის ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა „დიფ სთეითს“ სამსახურში, როგორც ამას აკეთებდნენ ყოფილი ელჩები გასული წლების განმავლობაში - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 18:08

თუ იყო წარსულში გადაცდომები კორუფციის კუთხით, ამას სჭირდება რეაგირება, რათა მივიღოთ პრევენციის ეფექტი, შესაბამისად, ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანები და მკაცრები - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 17:37
ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს, ჩაიყვანენ და ასეთ ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი - შალვა პაპუაშვილი
11 სექტემბერი, 2025 , 14:17
გუშინ ვაშინგტონში ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, რაც ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქართველი კარგავს სახეს და პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, ეს ტრაგიკული მოვლენაა - ირაკლი კობახიძე
11 სექტემბერი, 2025 , 13:31

გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთი თავის ატკივება, შეიძლება, აღარ სურდა, ჩვენ ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით - ირაკლი კობახიძე
11 სექტემბერი, 2025 , 13:21