სამართალი
„ოჯახის სიწმინდის დაცვის“ დღესთან დაკავშირებულ მსვლელობაში შსს-მ სამი პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 17 მაისს, თბილისში, „ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან“ დაკავშირებული მსვლელობის დროს, მეტროსადგურების - „თავისუფლების მოედნისა“ და „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, კიდევ ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მსვლელობის დაწყებამდე „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ორი წევრი პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა
20 დეკემბერი, 2025 , 10:35
მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანი მოსამართლემ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა პირობითი სასჯელის სახით მიუსაჯა
19 დეკემბერი, 2025 , 14:51
პოლიციამ აჭარაში ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
19 დეკემბერი, 2025 , 10:15
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
17 დეკემბერი, 2025 , 18:01
პოლიციამ დიდგორის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დრიფტის ფაქტზე ოთხი პირი დააჯარიმა
17 დეკემბერი, 2025 , 13:03
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 49 პირი დააკავეს, 14 კი დაუსწრებლად მისცეს პასუხისგებაში, მათ შორის ხუთი ე.წ. კანონიერი ქურდი
16 დეკემბერი, 2025 , 17:29


