არქივი
სამართალი
ომბუდსმენი გიორგი გასვიანზე ძალადობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება 2016 წლის 18 დეკემბერს ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტის გიორგი გასვიანის სავარაუდო ცემის ფაქტს.
როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, მედიით გავრცელებული ინფორმაციით, შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა მ.ხ.-მ და მისმა ორმა თანმხლებმა პირმა, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი კროუნ პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტ გიორგი გასვიანს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
,,საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2016 წლის 19 დეკემბერს, შს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, სსიპ 112–დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის (ძალადობის) პირველი ნაწილით, თუმცა საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს და საქმის კვალიფიკაციას დაემატა 333–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით).
მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელს, რომელსაც ჟურნალისტი ცემაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ თუკი არსებობს ვარაუდი ანდა კონკრეტული პირი უთითებს, რომ პოლიციელმა მის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, გამოძიების დასრულებამდე მისი უფლებამოსილების შეჩერება უნდა იყოს დამკვიდრებული პრაქტიკა. ამიტომაც სახალხო დამცველი მიესალმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
მსგავსი შემთხვევების გამოძიების მონიტორინგი სახალხო დამცველისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. აპარატის წარმოებაშია არაერთი საქმე, რომელიც პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო ძალადობას ეხება და შესაძლოა ვლინდებოდეს არასათანადო და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები. სამწუხაროდ, ხშირად მსგავსი საქმეების გამოძიება ჭიანურდება და არაეფექტურად მიმდინარეობს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუკი საქმე სასამართლოში წარიმართა, ჭიანურდება საქმის სასამართლოში განხილვაც.
იმისათვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს სამართალდამცავთა მხრიდან გამოვლენილი ძალადობის შემთხვევები და არ არსებობდეს განცდა, თითქოს მათ მიერ კანონის დარღვევა და ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინება ადეკვატური რეაგირების მიღმა დარჩება, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ჩაატაროს ყოვლისმომცველი, სრული და ობიექტური გამოძიება და ძალადობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, უმკაცრესად დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც სამართალდამცველის სახელს ამოფარებული ახორციელებს ძალადობას, ლახავს ადამიანის პატივსა და ღირსებას, აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას’’, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
18 ნოემბერი, 2025 , 11:55
საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა
17 ნოემბერი, 2025 , 12:53
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51

