უახლესი ამბები
- 22.09.2025 14:18დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:43ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
სამართალი


„ომეგა ჯგუფში“ შემავალი „ბეემვეს ცენტრის` დირექტორის მოადგილემ სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა.
„ომეგა ჯგუფში“ შემავალი „ბეემვეს ცენტრის" დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე ხაჩიშვილმა სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა.
ხაჩიშვილმა თბილისის პროკურატურა ისე დატოვა, რომ გამომძიებლების შეკითხვებზე არ უპასუხია.
„ვისარგებლე კანონით მონიჭებული უფლებით, რომ სასამართლოს წინაშე, მოსამართლის თანდასწრებით მივცე ჩვენება", - აღნიშნა ხაჩიშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.
სწორედ ხაჩიშვილი მონაწილეობდა „თიბისი“ ბანკიდან 4 მილიონის გატანის პროცესში. ხაჩიშვილმა თანხის გატანის დღე გაიხსენა და თქვა, რომ ბანკში ოთხ თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა, ხოლო თანხის მანქანაში ჩადების შესახებ სპორტის ყოფილმა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა უთხრა.
ხაჩიშვილის თქმით, მანქანაში აკაესის ტიპის იარაღი იდო და მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარაღებული პირებიც იმყოფებოდნენ.
„მანქანაში რომ უნდა ჩამედო თანხა მითხრა ლევან ყიფიანმა. მანქანა არ მეცნო, მანქანა უცნობი იყო ჩემთვის, ჯიპის ტიპის იყო, დაბურულ მინებიანი, აკაესის სისტემის მოკლე ავტომატური იარაღი იდო“, - განაცხადა ხაჩიშვილმა.
ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ აღნიშნა, გამომძიებლებს "თიბისი" ბანკთან დაკავშირებული მოვლენები აინტერესებდათ.
ცნობისთვის, „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით არაერთი აუდიოჩანაწერი გავრცელდა,რომელზეც პროკურატურამ გამოძიება 12 სექტემბერს, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
22 სექტემბერი, 2025 , 12:57
ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
19 სექტემბერი, 2025 , 17:24

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა
19 სექტემბერი, 2025 , 13:17

ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
18 სექტემბერი, 2025 , 20:10

პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა
18 სექტემბერი, 2025 , 15:09

გიორგი კანდელაკსა და მასთან ერთად დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ
18 სექტემბერი, 2025 , 13:53