არქივი
რეგიონები
„ომეგა მოტორსი„ MINI COUNTRYMEN-ის პრეზენტაციას ბათუმში გამართავს
ბიზნეს გაერთიანება GEA-ს წევრი კომპანია ომეგა მოტორსი, რომელიც BMW-ს გენერალური იმპორტიორია საქართველოში, კიდევ ერთი ბრენდის MINI COUNTRYMAN-ის პრეზენტაციას ბათუმის შოურუმში გამართავს.
საქართველო სამხრეთ კავკასიაში პირველი ქვეყანაა, სადაც ზემოაღნიშნული ბრენდი BMW ჯგუფის ნებართვით გაიყიდება „ომეგა მოტორსის“ მიერ.
ამჟამად „ომეგა მოტორსი“ MINI ჰეჩბეკის, კუპეს, ქანთრიმენის და კლაბმენის რეალიზაცია შეუძლია და კაბრიოს უახლოეს მომავალში შემოიყვანს საქართველოში.
MINI COUNTRYMAN-ის საპრეზენტაციო ჩვენებას ბათუმში მედიის წარმომადგენლები, ბიზნესმენები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები დაესწრებიან და დაათვალიერებენ MINI-ს მსოფლიოში სახელგანთქმულ მოდელებს, გაეცნობიან მათ თავისებურებებსა და ღირსებებს.
აღსანიშნავია, რომ „ომეგა მოტორსი“ მრავალი წელია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ერთგული წევრია კომპანიაა და აქტიურად სარგებლობს იმ სერვისებით, რომელსაც ასოციაცია სთავაზობს ბიზნეს სექტორს.
ღონისძიების ორგანიზატორები დასწრების მსურველებს სთხოვენ, საკუთან სმარტფონებში იქონიონ QR კოდის წამკითხველი.
პრეზენტაცია გაიმართება 7 ივნისს, 20:00 საათზე.
მის.: საქართველო, ბათუმი, მელიქიშვილის ქ. 5-7/რუსთაველის ქ. 43.
საკვანძო სიტყვები:
ქვემო ქართლში, ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
12 ნოემბერი, 2025 , 12:20
პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ფოთში ერთი პირი დააკავა
11 ნოემბერი, 2025 , 11:51
Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან
7 ნოემბერი, 2025 , 20:12
პროკურატურამ ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
7 ნოემბერი, 2025 , 12:17
საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი
7 ნოემბერი, 2025 , 12:13
ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა
29 ოქტომბერი, 2025 , 13:50

