უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ივნისი, 2025 13:17
font-size

ოპოზიციის ბრიუსელში ვიზიტიც არის დირექტივის შესრულება, ყველას კარგად ახსოვს, როგორ უპირისპირდებოდა ოპოზიცია ვიზალიბერალიზაციისა და კანდიდატის სტატუსის მიღებას, ხალხი ხედავს, რომ ისინი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობენ - ირაკლი კობახიძე

ოპოზიციის ბრიუსელში ვიზიტიც არის დირექტივის შესრულება, მათ ავალებენ ხოლმე ბრიუსელში ჩასვლას იმისათვის, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის სახელით ისაუბრონ ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ამას აკეთებენ ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა.

მისივე თქმით, ეს ოპოზიციის რეპუტაციაზე კიდევ უფრო მძიმედ აისახება, ვინაიდან ხალხი ხედავს, რომ ისინი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობენ, თუმცა დავალება აქვთ შესასრულებელი და დიდი არჩევანი არ აქვთ.

„ყველას კარგად გახსოვთ, როგორ უპირისპირდებოდა ოპოზიცია ჯერ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მიღებას, შემდეგ კანდიდატის სტატუსის მიღებას, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნას. აგრძელებენ ამ მიმართულებით მუშაობას, რაც არის ამ შემთხვევაშიც, თავიდან ბოლომდე გარე დაკვეთა. რა თქმა უნდა, მათ არ აწყობთ ეს. ქართველი ხალხის თვალში მათ რეპუტაციაზე კიდევ უფრო მძიმედ აისახება ასეთი პროცესები - ხალხი ხედავს, რომ ისინი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობენ, თუმცა დავალება არის დავალება და როდესაც ხარ დავალების შემსრულებელი, ბუნებრივია, დიდი არჩევანი არ გაქვს,“- განაცხადა პრემიერმა.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&