არქივი
სამართალი
ოთარ აბესაძეს ბრალი წაყენებული აქვს როგორც საჯარო მოხელეს, თუმცა მას ეს სტატუსი 2017 წლის პირველ ივლისს შეუჩერდა - ირმა ჭკადუა
ოთარ აბესაძეს ბრალი აქვს წაყენებული როგორც საჯარო მოხელეს, თუმცა მას ეს სტატუსი 2017 წლის 1 ივლისს შეუჩერდა, გამოძიება კი დაწყებულია 8 ივლისს, მაშინ როდესაც ის აღარ იყო საჯარო მოხელე, - განუცხადა ჟურნალისტებს მერიის უშტატო თანამშრომლის, ოთარ აბესაძის ადვოკატმა სასამართლო სხდომის დაწყების წინ.
ირმა ჭკადუას თქმით, დაცვის მხარეს პრეტენზიები აქვს ბრალდების მიერ გადაცემულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.
„ჩვენ პროკურატურის მოთხოვნის საპასუხოდ მოვითხოვთ გირაოს შეფარდებას, ასევე დაცვის მხარეს პრეტენზია აქვს ბრალის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა ადვოკატმა.
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
ოთარ აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს მსჯელობს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
18 ნოემბერი, 2025 , 11:55
საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა
17 ნოემბერი, 2025 , 12:53
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51

