უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 იანვარი, 2017 18:15
font-size

ოთარ დანელია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იოჰანეს დუმასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ოთარ დანელიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ნიდერლანდების სამეფო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა და მისი გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ნიდერლანდების სამეფოში, სოფლის მეურნეობის სფეროში, ძალიან საინტერესო ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები აქვთ, რაც საინტერესოა ჩვენი ქვეყნისთვისაც. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ტექნოლოგიების გაცვლაზე, ერთობლივ ტრენინგებზე, აგრეთვე, იმ საუკეთესო პრაქტიკების დანერგვაზე საქართველოში, რაც ერთობ მნიშვნელოვანია ჩვენი სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის. საკითხი ეხება როგორც მეცხოველეობას, ასევე სასათბურე მეურნეობებს, ლოჯისტიკას და ყველა იმ სხვა მიმართულებას, რომლებიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ჰოლანდიის მთავრობის ხელშეწყობით, ისინი საქართველოში დაინერგოს“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&