არქივი
რეგიონები
ოზურგეთის საკრებულოში ხმაური იყო
ოზურგეთის საკრებულოში ხმაური იყო. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მოშიმშილე დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის კარზე ჩაფხუტის დამაგრება სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციელებმა ერთ-ერთი მოშიმშილის, დავით მჟავანაძის დაკავება სცადეს, თუმცა აქციის მონაწილეებმა პოლიციას ამის საშუალება არ მისცეს.
„ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარეს სიმბოლურად „კასკა“ მოვუტანეთ, რომ როდესაც ხელისუფლებისგან შეიცვლებიან, თავიანთმა კოლეგებმა მასაც რომ არ გაუტეხონ და ისე არ მოექცნენ, როგორც მე მომექცნენ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბესო ქათამაძემ.
ოზურგეთის ცენტრში საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ისინი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებასა და „ენმ-ის“ წევრის, ბესო ქათამაძის ცემაში დამნაშავე პირებისათვის სადეპუტატო მანდატის ჩამორთმევას მოითხოვენ.
ოზურგეთის ცენტრში დილიდან რამდენიმე ასეული სამართალდამცველია მობილიზებული.
ხუთი დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან შიმშილობა დაიწყეს. ისინი ბესო ქათამაძეზე თავდასხმის ფაქტს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, გასულ კვირას "ქართული ოცნების" წევრები ბესო ქათამაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
საკვანძო სიტყვები:
ქვემო ქართლში, ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
12 ნოემბერი, 2025 , 12:20
პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ფოთში ერთი პირი დააკავა
11 ნოემბერი, 2025 , 11:51
Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან
7 ნოემბერი, 2025 , 20:12
პროკურატურამ ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
7 ნოემბერი, 2025 , 12:17
საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი
7 ნოემბერი, 2025 , 12:13
ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა
29 ოქტომბერი, 2025 , 13:50

