უახლესი ამბები
- 10.10.2025 14:42მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა
- 10.10.2025 14:18მოვუწოდებთ დაცვის მხარეს, წარმოადგინონ დაკავებულებზე კამპანიური ინფორმაციების დამადასტურებელი დოკუმენტები, რათა ვიმსჯელოთ აღკვეთის ღონისძიების ამა თუ იმ სახის მიზანშეწონილობაზე - პროკურატურა
არქივი
კომენტარი


პაატა ელოდებოდა, რომ სასახლესთან სპეცრაზმი მათ მხარეს გადმოვიდოდა - შუქრი ბურჭულაძე
პაატა ელოდებოდა, რომ სასახლესთან სპეცრაზმი მათ მხარეს გადმოვიდოდა, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„პაატა საჯაროდაც ამბობდა, რომ მაღალჩინოსნები და რობოკოპები გამოდიან კონტაქტზე ორგანიზატორებთან და უნდათ ხალხის მხარეს გადმოსვლა, რადგან ყველაფრით არიან დაღლილებიო“, – აღნიშნა შუქრი ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძე ერთი წამითაც არ უშვებდა, რომ ძალადობა იქნებოდა აქციაზე.
„პაატა დარწმუნებული იყო, რომ გდდ-ის თანამშრომლები გადავიდოდნენ ხალხის მხარეს. ეს არ მოხდა, მოხდა უარესი რაღაც, ღობე, რომელიც ორ ბეტონის ბოძს შორის არის ჩამაგრებული რკინით, ხუთმა თუ ათმა ახალგაზრდამ მოაძრო ერთ წამში. ფაქტია, რომ ხალხის მასა არ იყო აგრესიულად განწყობილი, ვინაიდან სასწაული მოხდა და ეს ღობე ჩამოინგრა, რამდენიმე ადამიანის მეშვეობით, მაგრამ თითქმის, არცერთი ადამიანი არ შევიდა შიგნით, არც პოლიციელებს თუ დაცვის თანამშრომლებს არ გაუწიეს წინააღმდეგობა. პაატა ერთი წამითაც არ უშვებდა, რომ ძალადობა იქნებოდა აქციაზე“, – განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.
საკვანძო სიტყვები:
გერმანია ეწინააღმდეგება ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული ტერმინებისა და შედარებების გამოყენებას, რომლებიც ისტორიულად, პოლიტიკურად და მორალურად არასწორია - პეტერ ფიშერი
8 ოქტომბერი, 2025 , 18:47

ანგარიშივალდებულების მომენტი დგება და „ტვ პირველმა“ `ნაცების` გაშავება დაიწყო, გუბაზიჩს მიადგა - ზაზა დობორჯგინიძე
6 ოქტომბერი, 2025 , 18:25
4 ოქტომბერს აქციაზე მისული ნებისმიერი პიროვნება მონაწილე და მსურველი იყო ხელისუფლების დამხობის - ლევან მახაშვილი
6 ოქტომბერი, 2025 , 14:10

მეგობრულად უნდა ვურჩიოთ ყველას, არ გაბედონ ძალადობა, კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ - ირაკლი კობახიძე
2 ოქტომბერი, 2025 , 18:46

ვინმეს თუ მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან - ირაკლი კობახიძე
2 ოქტომბერი, 2025 , 18:38

ათეულობით ათას სამართალდამცველს შორის ჯერ ერთიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ღალატზე ხელს მოაწერდა - მამუკა მდინარაძე
2 ოქტომბერი, 2025 , 11:28