პოლიტიკა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია გიორგი გახარიას 2 ივლისს დისტანციურად გამოჰკითხავს
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია გიორგი გახარიას 2 ივლისს დისტანციურად გამოჰკითხავს. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა სხდომაზე განაცხადა.
დისტანციურად სხდომის გამართვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებამდე, თეა წულუკიანმა ისაუბრა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წერილის შესახებ, რომლითაც პარტიამ კომისიას მიმართა, კიდევ ერთხელ განიხილოს გიორგი გახარიას ელექტრონული კომუნიკაციის პროგრამით სხდომაზე ჩართვის საკითხი.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, კომისია გახარიას ჩართვაზე უარს არ ეუბნება, „მაგრამ თავისი მხრიდან უნდა უზრუნველყოს ჩართვისთვის ნორმალური პირობები და ხელი შეუწყოს სხდომის სრულფასოვან გამართვას“.
„გიორგი გახარიას ეს რიგით მეორე წერილია, სადაც ახლა უკვე სამ გვერდზე არის დასაბუთება წარმოდგენილი, არაფერი ფუჭდება იმით, რომ მას მოვუსმინოთ ჩართვის მეშვეობით. აგერ უკვე მეორე წერილით ის წინასწარ გვეუბნება უარს მობრძანებაზე, ასაბუთებს, რატომ არ და ვერ მოდის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩემი ჩათვლით, გვაქვს წარმოდგენა, რატომ გაიქცა ის ქვეყნიდან, როდესაც პირადად სახლში ჩაიბარა წერილი და მას არ უთქვამს ჩვენი წარმომადგენლისთვის, რომ მას დაგეგმილი ჰქონდა ქვეყნიდან გასვლა. მერე შეგვატყობინა, რომ გავედი ქვეყნიდან და ვერ მოვალო. როდესაც ჩვენ პრინციპული პოზიცია დავიკავეთ, ამის მერე მან დაიწყო ონლაინ ჩართვაზე აპელირება და მოთხოვნა, ჩამრთეთო. არავინ არ ვართ აქ გულუბრყვილოები. გასაგებია, რომ მას თავიდან ალბათ არ ჰქონდა რჩევა მიღებული, შემდეგ მიიღო შესაბამისი რჩევები იურისტი ქალბატონებისგან და ამ წერილებით მიგვანიშნებს, რომ მე არ მინდა დანაშაულის ჩადენა, არ ჩავდივარ დანაშაულს. ამას ვეძახით კვალის წაშლას, რომ არ არის ბატონო დანაშაულის შემადგენლობა და ბურთს გიგდებს მოედანზე. ჩვენ არც ბურთის გვეშინია და არც მოედანზე ბურთის თამაშის, მაგრამ თამაშის დრო არ არის. არ ვეუბნებით ჩართვაზე უარს, მაგრამ თავისი მხრიდან უნდა უზრუნველყოს ჩართვისათვის ნორმალური პირობები და ხელი შეუწყოს სხდომის სრულფასოვან გამართვას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25