უკან

პოლიტიკა

21 მაისი, 2018 12:50
font-size

პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტებმა გამართონ საჯარო მოსმენა მთავრობის სამოქმედო გეგმაში საცხოვრებლის უფლების გაუთვალისწინებლობის საკითხზე - EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) შეფასებით, საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში უგულებელყო უსახლკარო ადამიანთა პრობლემის მნიშვნელობა.

ორგანიზაცია მიმართავს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტებს, რომ საცხოვრებლის უფლების საკითხის გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით ჩატარდეს საჯარო მოსმენა. EMC ურჩევს პარლამენტს, რომ საქართველოს მთავრობას გასცეს რეკომენდაცია საცხოვრებლის უფლების საკითხის ადამიანის უფლებათა 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმაში სათანადო ასახვის მიმართულებით.

„საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა, რომელმაც წინამორბედი სამოქმედო გეგმების მსგავსად არ მოიცვა უფლება საცხოვრებელზე, რაც საქართველოს მთავრობის მხრიდან უსახლკარობის პრობლემის არაღიარებასა და არაპრიორიტეტულობაზე მიუთითებს და უგულებელყოფს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის მიზნებს.

საქართველოში 2014 წლამდე არ არსებობდა პოლიტიკის დოკუმენტი, რომელშიც სახელმწიფო აღიარებდა უსახლკარობის პრობლემას. მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულმა სტრატეგიამ (2014–2020 წლებისთვის) მოახდინა საცხოვრისის უფლების რეალიზების, როგორც სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევის დეკლარირება.

ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია განსაზღვრავს შემდეგ მთავარ ამოცანებს: ა) სათანადო საცხოვრებლის უფლების უზრუნველსაყოფად სახელმწიფოში არსებული რესურსების შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური კონცენტრირება; ბ) სათანადო საცხოვრებლის უფლების ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყოფა; გ) ეფექტიანი ღონისძიებები მოწყვლადი ჯგუფებისთვის სათანადო საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; დ) სათანადო საცხოვრებლის უფლების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობისა და სახელმწიფო საბინაო სტრატეგიის შექმნა, რომელიც ყველა ჯგუფის ინტერესებს გაითვალისწინებს; ე) უსახლკაროთა აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შექმნა; ვ) მინიმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა.

სტრატეგიის დოკუმენტში გაცხადებული სახელმწიფო ხედვის მიუხედავად, საცხოვრისის უფლების რეალიზების კონკრეტული ღონისძიებები არ მოიცვა საქართველოს მთავრობის 2014-2015 წლებისა და 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმებმა, რაც პარლამენტის მიერ დამტკიცებული სტრატეგიის აღსრულების მიზნით შემუშავდა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავრობამ დასახელებული სტრატეგიის აღსრულების მიზნით რიგით მესამე და ბოლო სამოქმედო გეგმა დაამტიკა, არსებობდა მოლოდინი რომ გეგმა მინიმალური შინაარსით მაინც გაითვალისწინებდა საცხოვრებლის უფლების საკითხებს, თუმცა, დოკუმენტი საერთოდ არ მოიცავს შესაბამის ღონისძიებებს, რაც იმთავითვე გულისხმობს იმას რომ საქართველოს მთავრობა მინიმალურადაც ვერ უპასუხებს საკანონმდებლო ორგანოს მიერ საცხოვრისის უფლების სფეროში დასახელებულ გამოწვევებს.

საქართველოში უსახლკარობა და სათანადო საცხოვრისის არქონა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. თუმცა, უსახლკარობის პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, არსებული სისტემა არ აღიარებს ამ საკითხის მნიშვნელობას, რაც საცხოვრებლის არმქონე ან მისი დაკარგვის რისკის წინაშე მდგომი შინამეურნეობების საჭიროებების უგულვებელყოფასა და უსახლკარობის პრობლემის საზოგადოებრივი დღის წესრიგიდან გარიყვაში გამოიხატება.

არსებული მდგომარეობა აჩვენებს რომ საქართველოში უსახლკარობის მიზეზები სისტემურია რამდენადაც მუდმივად კვლავწარმოებული უსახლკარობის შემთხვევები სტრუქტურულ, ინსტიტუციურ და ზოგიერთ შემთხვევაში საოჯახო ურთიერთობების დონეზე ვლინდება, რაც ამ ჯგუფების უმძიმეს პირობებში, ფიზიკური და ბაზისური სოციალური უსაფრთხოების გარეშე, ღირსების შემლახავ, ხშირად ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრებას გულისხმობს, რაც ხშირად ასევე გამორიცხავს მათ წვდომას ისეთ სერვისებზე როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება.

საქართველოში უსახლკარობის პრობლემის სისტემურობას აჩვენებს არაერთი კვლევითი დოკუმენტი, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველი სპეციალურ ანგარიშში „უფლება სათანადო საცხოვრისზე“, აკრიტიკებს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი კანონმდებლობის, პოლიტიკისა და ინსტიტუციური სისტემის არქონას. სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში თბილისის მასშტაბით უსახლკარო ჯგუფების საგანგაშოდ მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს.

სახელმწიფოს არ გააჩნია უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის ხედვა და სტრატეგია, უსახლკარობის მასშტაბის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და უსახლკაროთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, ასევე, უსახლკარობის პრევენციისა და მასზე რეაგირების ერთიანი სისტემა. უსახლკარობის საკითხის ცენტრალური ხელისუფლების დღის წესრიგში გაუთვალისწინებლობა მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ ამ საკითხის პრიორიტეტიზაციაზე და წარმოადგენს დაბრკოლებას სათანადო და ეფექტიანი პოლიტიკის ფორმირებისათვის ადგილობრივ დონეებზე. შედეგად, უსახლკარობის შემთხვევების გამოვლენა და მათი საჭიროებების უზრუნველყოფა მხოლოდ ფრაგმენტულად განვითარებულ, უსახლკარობის დროებითი მართვის მიდგომებზეა დაფუძნებული, რაც გადაუდებელ და კრიტიკულ შემთხვევებზე რეაგირებითი ღონისძიებებით შემოიფარგლება და ამცირებს უსახლკარობის მდგომარეობის გარდაქმნის შესაძლებლობებს. ამდენად, ქვეყნის წინაშე ცხადად დგას ბაზისური პოლიტიკის შექმნის საჭიროება, რომელიც ცენტრალურ დონეზე გაითვალისწინებდა შესაბამისი უწყებების როლსა და პასუხისმგებლობას დაგეგმოს უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის რეაგირებითი და პრევენციული პოლიტიკა, რაც ასევე გავლენას მოახდენდა ადგილობრივი თვითმმართველობების დღეს არსებულ არასისტემურ მიდგომებზე.

უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის ბაზისური პოლიტიკის არარსებობაზე ასევე მიუთითებს საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში რომლის თანახმადაც, „სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევები სისტემურ ხასიათს ატარებს და წლიდან წლამდე უცვლელია მათი თემატიკა. კერძოდ, წლების განმავლობაში გამოვლენილ პრობლემებს. წარმოადგენდა არასრულფასოვანი საკანონმდებლო ბაზა, შეზღუდული საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურული რესურსები, ერთიანი და მუნიციპალური მონაცემთა ბაზების უქონლობა, თავშესაფარში მოთავსებული პირებისთვის მხარდამჭერი პროგრამების არარსებობა, უფლების შესახებ დაბალი ცნობიერება.“ სახალხო დამცველი ასევე პრობლემურად მიიჩნევს წლების მანძილზე საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში იმ კონკრეტულ ღონისძიებათა პაკეტის გაუთვალისწინებლობას, რომელიც უზრუნველყოფდა უსახლკარობის დაძლევასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულებას.

უსახლკარობის პრობლემის სიმწვავის და საქართველოს მთავრობის მხრიდან მისი სრულად იგნორირების პირობებში ერთადერთ ბერკეტად რჩება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო უფლებამოსილების ეფექტიანად გამოყენება მთავრობის მხრიდან შესაბამისი პოლიტიკის არარსებობის პრობლემაზე, რაც საცხოვრებლის უფლების საკითხის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში გაუთვალისწინებლობაში გამოიხატება.

მივმართავთ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებს:

გამართონ საჯარო მოსმენა საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა სამდივნოსა და შესაბამისი უწყებების მონაწილეობით ადამიანის უფლებათა 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმაში საცხოვრებლის უფლების საკითხის გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით;

საქართველოს მთავრობის მიმართ გასცენ შესაბამისი რეკომენდაციები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის 2014–2020 წლების ეროვნული სტრატეგიის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, მათ შორის, საცხოვრებლის უფლების საკითხის ადამიანის უფლებათა 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმაში სათანადო ასახვის კუთხით. “, - წერია განცხადებაში.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი