უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
არქივი
პოლიტიკა


პარლამენტის თავმჯდომარე არ არის ჩვენი უფროსი - დავით ჭიჭინაძე არ გამორიცხავს ირაკლი კობახიძის გადადგომის საკითხის დაყენებას
„ქართული ოცნების“ წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი განცხადებები მისთვის მიუღებელია, მათ შორის გედევან ფოფხაძის მიმართ გამოთქმული კრიტიკა.
„მე ვერ გავიზიარებ იმას, რომ გუშინ და გუშინწინ მოსული ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ „ქართულ ოცნებაში“, იმათ არ გაიზიარონ პრემიერ-მინისტრის სულისკვეთება და რაღაცა პირადი კერძო სარგებელი მიიღეს ამ „ქართულ ოცნებაში“ ყოფნით და დღეს ვინც მათ ეს მიანიჭა, იმის გამო უპირისპირდებიან პრემიერს. პარლამენტის თავმჯდომარე, მე მგონი, არ არის ჩვენი უფროსი. ის არის ჩვენ მიერ არჩეული ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ვენდობოდით, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მიუღებელი გახდა ბოლოდროინდელი მისი განცხადებები, თუნდაც ჩვენს კოლეგაზე, რომ ესეთი შეურაცხყოფილი ტონით მოიხსენიებს გედი ფოფხაძეს. გედი ფოფხაძეს საკმაოდ დიდი დამსახურება მიუძღვის „ქართულ ოცნებაში“ და ამიტომ ვიძახი, ის ადამიანები, ვინც გედი ფოფხაძეს მიმართ რაღაც ბრალდებებს ასახელებენ, ჯობია, პირში წყალი გამოივლონ“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა ირაკლი კობახიძის გადადგომის საკითხი დააყენოს, ჭიჭინაძემ უპასუხა, რომ „თუ ეს საკითხი დროულად არ გაჩერდება, გამორიცხული არაფერი არ არის“.
ინფორმაცია, რომ უმრავლესობის ნაწილმა შეიძლება დააყენოს ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხი, მას შემდეგ გაჩნდა, რაც გედევან ფოფხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევის გამო საპარლამენტო მმართველი გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ფოფხაძის განცხადებებს პარლამენტის თავმდჯომარე გამოეხმაურა და თქვა, რომ დეპუტატმა „საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემის სპეკულირების ფონზე“.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12