უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 მარტი, 2018 16:55
font-size

პარლამენტში ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა 2 თვით გადავადდა

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა 2 თვით გადავადდა.

ბიუროს სხდომაზე აღნიშნული საკითხი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დააყენა. მისი თქმით, გუნდში აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ძირითად პრინციპებზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა დარჩა გარკვეული ტექნიკური საკითხები განსახილველი, მაგალითად რა რესურსი დასჭირდება ნარკომომხმარებლის დახმარების მიზნით შესათავაზებელ სერვისებს.

"მთავარ მიზნებთან დაკავშრებით ჩვენს გუნდში შეთანხმება მიღწეულია, პირველი ეს არის პრევენციის მექანიზმების გაძლიერება, რომ დავიცვათ ჩვენ მომავალში ნარკოტიკების ზიანისგან ჩვენი შვილები, ახალგაზრდები, მომავალი თაობა. მეორე - ხელი შევუწყოთ სამართალდამცავ სტრუქტურებს ებრძოლოს ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და ორგანიზებულ ნარკოდანაშაულს, მესამე - ნარკოდამოკიდებული პირებისთვის უკეთესი მარეგულირებელი გარემო შევქმნათ და ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს, რომ მკურნალობის, რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირების სერვისები მიიღონ შეუფერხებლად. მეოთხე - შეიქმნას ეფექტური მექანიზმი, სადაც ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული მონაცემები, ინფორმაცია თავს მოიყრის, მოხდება ამის ანალიზი და გადაწყვეტილებები მომავალში ამაზე იქნება დაფუძნებული.

ამ საკითხების გარშემო არის არაერთი ტექნიკური საკითხი, რაზეც ჯერჯერობით შეთანხმება სრულად მიღწეული არ არის, ამიტომ, კარგი იქნება თუ კანონპროექტის განხილვამდე კიდევ ავიღებთ 2-თვიან ვადას, საბოლოოდ შევაჯერებთ, ასევე თუ რა რესურსები დასჭირდება პრევენციისა და სერვისების გაფართოებას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ალეკო ელისაშვილი

4 ნოემბერი, 2025 , 15:27

გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ - ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.  მისი თქმით, ხელშეკრულება

საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ რუსეთის პრაქტიკასაც იმეორებს - სალომ ზურაბიშვილი

4 ნოემბერი, 2025 , 15:14

საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ რუსეთის პრაქტიკასაც იმეორებს: მაღალი დონის კორუფცია (რომელშიც ათზე მეტი მაღალი თანამდებობის პირია ჩართული), - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომ ზურ

შიმშილობის მე-8 დღეს პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატა

4 ნოემბერი, 2025 , 12:22

შიმშილობის მერვე დღე პარალმენტთან - პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატათ. უწყვეტ აქციაში ახლა 8 პირი მონაწილეობს. ერთ-ერთი მოშიმშილე, რომელიც პრლამენტის წინ აქციის მონაწილეებს შეუერთდა, თამაზ მაჭავარიანია.

კონკრეტულ ევრობიუროკრატებს ფაქტები ვერ მოჰყავთ, როცა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მტკიცებულებები არ აქვთ, მხოლოდ აღქმებით საუბრობენ - ლევან მაჭავარიანი

4 ნოემბერი, 2025 , 11:53

დიდი იმედი გვაქვს, 2030 წლისთვის ვითარება რადიკალურად იქნება შეცვლილი. როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ამ ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირიც მოახერხებს და იქ საღი აზრი გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საპარლა

ბრიუსელში დღეს „გაფართოების სამიტი“ გაიმართება

4 ნოემბერი, 2025 , 11:08

4 ნოემბერს ბრიუსელში „გაფართოების სამიტი“ გაიმართება, სადაც მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება. „გაფართოების სამიტში“ ევროკავშირისა

მამუკა ხაზარაძე ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა, ასეთი პატრიოტი თუა და გულში მჯიღს იცემს, მაშინ გერმანიის ელჩთან ხელშეკრულება შეწყვიტოს და ბინა ქართველს მიაქირაოს - შალვა პაპუაშვილი

3 ნოემბერი, 2025 , 13:03

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მამუკა ხაზარაძე ყალბ პროპაგანდას და ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა. პაპუაშვილი გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადე