უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 მარტი, 2025 20:33
font-size

პარლამენტთან უწყვეტი პროტესტის მონაწილე სამი ახალგაზრდა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უწყვეტი პროტესტის მონაწილე სტუდენტების დაკავება დაიწყო. პოლიციამ ხელბორკილები სამ ახალგაზრდას, მათ შორის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს დაადო, - ამის შესახებ ტვ პირველი იტყობინება.

რუსთაველის გამზირზე დაპატიმრებულთა შორის არიან თაკო გვილია და თათია აფრიამაშვილი. მათთან ერთად ასევე დააკავეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც პოლიციელებს დაპატიმრებულთა შესახებ კითხვებს უსვამდა.

დაკავებების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც ძლიერ წვიმაში მყოფი ახალგაზრდებისთვის მოქალაქეებმა პლასტიკის სკამები მიიტანეს. ვახო გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა სტუდენტებს სკამები წაართვეს, შემდეგ კი ძალის გამოყენებით დაკავების მანქანაში ჩატენეს. ახალგაზრდებთან ერთად "დაპატიმრებულია" სკამებიც.

მთავარი მიზეზი იყო სკამებიც. მოგეხსენებათ, რომ 24 საათის განმავლობაში ვაპროტესტებთ და ახლა წვიმს. ჩვენთან არიან ხანდაზმული ადამიანები, პატიმრების მშობლები, რომლებიც ფეხზე ვერ დადგებიან. ამიტომ, გვინდოდა მოგვეტანა სკამები, რომ დამსხდარიყვნენ ისინი. ეს რომ ნახა პოლიციამ, მათ გვითხრეს, ორი წამით უნდა დაგველოდოთო. გადარეკეს სადღაც და შემდეგ გვითხრეს, რომ სკამებს ზემოთ ვერ აგატანინებთ, რადგან სკამები საფრთხისშემცველი არისო.

რომ ვიკითხეთ, რა შეიძლება პლასტმასის პატარა სკამს გამოეწვია, პასუხი ვერ გაგვცეს. თათია და თაკო დასხდნენ სკამებზე და ზუსტად ამიტომ პოლიციამ მოკიდა ხელი და წაათრიეს, ჩატენეს მანქანაში. მესამე დაკავებულის გვარი არ მახსოვს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ ჩატენეს მანქანაში, რომ იკითხა, 20 წლის ბავშვები რატომ შეტენეთ ასე უმოწყალოდო. ხალხნო, რანაირ ქვეყანაში ვცხოვრობთ. სკამის გამო რომ დაგაპატიმრებენ, ეს ქვეყანაა?. - განაცხადა თვითმხილველმა.

ფოტო: ტვ პირველი

საკვანძო სიტყვები:

დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას

25 ოქტომბერი, 2025 , 11:00

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ კომპანია ვოლტთან ერთად მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში &nbs

“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება

24 ოქტომბერი, 2025 , 18:02

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. “ბიზნეს 360˚“ პლატფორმის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 30 ოქტომბერს ლარისა პატარაიას ვორკშოპი — „როგორ უნდა მოერგოს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ 60-ზე მეტმა მეწარმე ქალმა კვალიფიკაცია აიმაღლა

24 ოქტომბერი, 2025 , 12:00

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომლის მიზანი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება და მეწარმეობის იდეების მქონე ქალების პოტენციალის ხელშეწყობაა, წარმატებით გრძელდება. პროგრამის ინტენსიურ ვორკშოპებზე კიდ

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

23 ოქტომბერი, 2025 , 16:14

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანი განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. 

რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცყოფაა. როდემდე უნდა გაგრძლედეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე - ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 12:46

ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

23 ოქტომბერი, 2025 , 12:29

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერი დიდი დიღმისა და