უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერმა, ანა დოლიძემ ბრიფინგზე გააკეთა.
ანა დოლიძემ თვითმმართველობის არჩევნებს მსხვერპლშეწირვა უწოდა და განაცხადა, რომ მასში მონაწილეობა გაუმართლებელია.
„დღეს ქვეყანაში არის შექმნილი საკმაოდ სერიოზული ვითარება. მთავარი საკითხი, რომელზეც თქვენ ინტერესი გაქვთ, ეს არის, მიიღებს თუ არა პარტია „ხალხისთვის“ და მე, ანა დოლიძე მომავალ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობას, რასაც „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეძახის. მინდა აქედან მოვიკითხო პოლიტპატიმრები, ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლით და ჯანმრთელობით იბრძვიან ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. მინდა განვაცხადო, პარტიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გაუმართლებელია. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ჩვენი ქვეყნის დროებით ადმინისტრაციას, რომელიც საკუთარ თავს ხელისუფლებას ეძახის, შექმნას სალაპარაკო საერთაშორისო ასპარეზზე, რომ მან ნორმალურად ჩაატარა არჩევნები. ამის პარალელურად, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ის, რაც არის ადგილობრივი არჩევნები, არის რაიმე ფორმით ბრძოლა, ვინაიდან ჩვენს წინაშე არ არის რაიმე მსგავსება ადგილობრივ არჩევნებზე შეჯიბრებითობის პირობების. აქეთა მხარეს ვართ გულწრფელი, მებრძოლი, შეურიგებელი ხალხი, მაგრამ მეორე მხარეს არის ჩაგვრა, რეპრესია და სასამართლო „კლანი“, რომელიც ამ ყველაფერს ამართლებს და რომელზეც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დგას. ამ პირობებში, არ მგონია გამართლებულად საკუთარი მომხრეებისა და ამომრჩევლების გაყვანა ამ მსხვერპლშეწირვაზე, თუმცა, ამავე დროს პარტიას „ხალხისთვის " მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ არ ვუერთდებით ბოიკოტს“,-განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, ხალხმა ძალიან კარგად იცის, სად არის სამართალი და სად უსამართლობა.
„ამავე დროს, ჩვენ არ უნდა ავცდეთ იმ მთავარ მიზანს, რასაც ჰქვია ევროპაში გაწევრიანება, ამისთვის პოლიტპატიმრების თავისუფლება და სამართლიანი, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ეს უნდა იყოს მიზანი, რაზეც ჩვენ ვკონცენტრირდებით“,-განაცხადა ანა დოლიძემ.
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25