უახლესი ამბები
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
- 14.11.2025 13:03საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
არქივი
პოლიტიკა
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ცესკო-სგან ითხოვს, არჩევნების შემდეგ ვერიფიკაცია გავლილ ამომრჩეველს მიეცეს საშუალება, გადაამოწმოს, რომელ უბანზე ფიქსირდება მისი ხმა
მიმდინარე წლის 23 სექტემბერს პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვა, არჩევნების შემდეგ, დაუყოვნებლივ გახდეს შესაძლებელი, ვერიფიკაცია გავლილმა ამომრჩეველმა გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები.
ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.
კერძოდ, „გახარია საქართველოსთვის“ ითხოვს, ამომრჩეველს ჰქონდეს საშუალება, გადაამოწმოს, ფიქსირდება თუ არა მისი მონაწილეობა არჩევნებში და რომელ უბანზე ფიქსირდება მის მიერ მიცემული ხმა.
„ეს მოთხოვნა სრულ თანხვედრაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, მათ შორის, პერსონალური მონაცემების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან. ვინაიდან მოთხოვნილია არა პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, არამედ მოქალაქის წვდომა საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციაზე. ზუსტად ისე, როგორც ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა, გადაამოწმოს საკუთარი თავი და იპოვოს თავისი საარჩევნო უბანი.
საკუთარი ხმის გადამოწმების შესაძლებლობა ამომრჩეველს უნდა მიეცეს არჩევნების შემდეგ, შესაბამისად, ცესკო-ს მხრიდან არგუმენტად ვერ მიიღება არჩევნებამდე დარჩენილი დღეების რაოდენობა. ანალოგიური მოთხოვნა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ 2024 წლის არჩევნების შემდეგაც დააყენა. თუმცა, მაშინ სისტემამ, ფაქტობრივად, ეს მონაცემები დამალა და სიმართლის დადგენის შესაძლებლობა მძევლად აიყვანა.
2024 წლის არჩევნების შემდეგ, „ოცნებამ“ საარჩევნო გარემო კიდევ უფრო დაამძიმა, შეცვალა კანონმდებლობა და სრულად მოარგო საკუთარ პარტიულ ინტერესებს.
ასევე, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ საზოგადოებას არაერთხელ მიაწოდა ინფორმაცია იმ ზეწოლებისა და დაშინებების შესახებ, რასაც „ოცნება“ აქტიურად იყენებს კანდიდატების წინააღმდეგ, რის შედეგადაც რამდენიმე პირმა რეგისტრაციის შემდეგ საკუთარი კანდიდატურა ჩახსნა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მომავალ არჩევნებს ფაქტობრივად არცერთი სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია არ დააკვირდება.“, – ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:43

