უკან

პოლიტიკა

4 დეკემბერი, 2024 16:28
font-size

პარტიული ოფისების ჩხრეკა ეს უკვე მძიმე დიქტატურის ნიშნებს ატარებს - ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ პოლიციამ მათი ოფისი მას შემდეგ დატოვა, რაც მათგან ორდერი და შესვლის მიზეზი ჰკითხეს.

პარტიული ოფისების ჩხრეკა მძიმე დიქტატურის ნიშნებს ატარებს - ამბობს ნიკა გვარამია "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.

„ცალსახაა, ჩხრეკის მიზნით იყვნენ მოსულები. ჩვენ სამართლებრივი წინააღმდეგობა გავწიეთ, იმიტომ რომ მოვითხოვეთ სანქცია სასამართლოსი და მათ არ ჰქონდათ წარმოსადგენი, როგორც ჩანს ეს დოკუმენტი. ასევე ვითხოვეთ ახსნა-განმარტება რასთან დაკავშირებით შემოდიან ჩხრეკაზე და არის თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა. ეს ვერ მოხდა და გაბრუნდნენ თუმცა აქ რჩებიან კვლავ და ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ წავიდნენ სასამართლოში სანქციის ასაღებად, ნებართვის ჩხრეკაზე. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა გასაკვირი არაფერი არ არის. ცალკეული მოქალაქეების ჩხრეკა ცალკე ამბავია, მაგრამ პარტიული ოფისების ჩხრეკა ეს უკვე მძიმე დიქტატურის ნიშნებს ატარებს'', -ამბობს ნიკა გვარამია.

აგონიაში მყოფი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში კონსტიტუციურ გადატრიალებას ატარებს - მამუკა ხაზარაძე

4 დეკემბერი, 2024 , 21:06

აგონიაში მყოფი ბიძინა ივანიშვილი  ქვეყანაში კონსტიტუციურ გადატრიალებას ატარებს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქართველი ხალხი ძალიან მწ

კოკა კაციტაძეს საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრაზე იბარებს, თუმცა მას ადმინისტრაცია ამ დრომდე ვერ უკავშირდება

4 დეკემბერი, 2024 , 19:37

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს შეხვედრაზე იბარებს, თუმცა მას ადმინისტრაცია ამ დრომდე ვერ უკავშირდება.  როგორც ზურაბიშვილი „ფე

დროა, ძლიერი ზეწოლა მოვახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს - პრეზიდენტის მოწოდება პარტნიორებს

4 დეკემბერი, 2024 , 19:22

დროა ძლიერი ზეწოლა მოვახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.  „ჩემი სასწრაფო მოწოდება ჩვენს პარტნიორებს და მა

თინა ხიდაშელი ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილთან დებატებში მონაწილეობაზე უარს ამბობს

4 დეკემბერი, 2024 , 17:18

“ქართული ოცნების“ ლიდერებთან - პრემიერ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან სატელევიზიო დებატებზე არც თინა ხიდაშელი მიდის. დებატებში მონაწილეობი

ძალადობა და ქიმიური ნივთიერების გამოყენება აქტივისტების წინააღმდეგ - საია საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს

4 დეკემბერი, 2024 , 14:08

საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკ ანგარიშსწორებას  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საგანგებო ბრიფნგით ეხმიანება. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ