უკან

პოლიტიკა

4 დეკემბერი, 2024 17:18
font-size

თინა ხიდაშელი ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილთან დებატებში მონაწილეობაზე უარს ამბობს

“ქართული ოცნების“ ლიდერებთან - პრემიერ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან სატელევიზიო დებატებზე არც თინა ხიდაშელი მიდის.

დებატებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება შეცვლა მიხეილ ჯანელიძემაც.

„პაპუნას გზავნილის შემდეგ დებატები არ იქნება. იმის მიუხედავად, რა და როგორ მიმაჩნია სწორედ, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა.

- ძალიან ბევრი რამეა იმ არარაობისთვის სათქმელი თავს რომ პრემიერს ეძახის, იმ აუდიტორიის წინაშე სადაც თავს უკეთ და კომფორტულად გრძნობს. მე მჯერა რომ ყველა მათი ტრიბუნა უნდა დავიკავოთ და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურში ჩავაყენოთ.

- იმ დიდი სათქმელიდან, რომელიც უნდა უთხრა და სახე აახიო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი აუცილებლად უნდა ითქვას.

საკუთარი ხალხის, ქვეყნის პატივისმცემელი ადამიანი იმწამსვე, როდესაც მას უთხრეს საქართველოში გაჩნდნენ ბიჭები და გოგონები, რომლებიც სულისშემძვრელ ისტორიებს ჰყვებიან:

- პოლიციელების ძალადობის შესახებ,

- "დუბინკებით" გაუპატიურების მუქარის შესახებ,

- გოგონები ჰყვებიან როგორ გადაყავდათ დაჩოქილები პოლიციის მანქანით და სხვა

იმ წამსვე უნდა მიდიოდეს ამ ადამიანებთან, უნდა ეძებდეს მათ, კარს თუ არ გაუღებენ, ყველაფერი გააკეთოს, რომ დაელაპარაკოს და მათთან ერთად მოძებნოს, პასუხი მოსთხოვოს, დასაჯოს ყველა სადისტი და მოძალადე. მაგრამ როდესაც ამის საწინააღმდეგოდ ამ უსულო მოძალადეებს დილა საღამოს მადლობას უხდი თავადაც ისეთივე უსულო მოძალადე, მათი წამხალისებელი და მხარდამჭერი ხარ და სწორედ ამიტომ უბრალოდ კი არ უნდა წახვიდე, არამედ კანონის ყველაზე უფრო მეტი სისასტიკით უნდა დაისაჯო.

მთავარი სათქმელი ეს არის:

- შეხვდი, დაელაპარაკე ნაცემ, ნაწამებ ადამიანებს…

- აღასრულე სამართალი მათთვის და მათი სახელით...

ამასობაში დღეს კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიები დაიწყეს”, - წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

დღეს, 22:00 საათზე, “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში დაგეგმილი იყო დებატები, რა ფორმატშიც პრემიერი ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან “ქართული ოცნების“ ყოფილ მინისტრებს თინა ხიდაშელს და მიხეილ ჯანელიძეს უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

აგონიაში მყოფი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში კონსტიტუციურ გადატრიალებას ატარებს - მამუკა ხაზარაძე

4 დეკემბერი, 2024 , 21:06

აგონიაში მყოფი ბიძინა ივანიშვილი  ქვეყანაში კონსტიტუციურ გადატრიალებას ატარებს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქართველი ხალხი ძალიან მწ

კოკა კაციტაძეს საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრაზე იბარებს, თუმცა მას ადმინისტრაცია ამ დრომდე ვერ უკავშირდება

4 დეკემბერი, 2024 , 19:37

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს შეხვედრაზე იბარებს, თუმცა მას ადმინისტრაცია ამ დრომდე ვერ უკავშირდება.  როგორც ზურაბიშვილი „ფე

დროა, ძლიერი ზეწოლა მოვახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს - პრეზიდენტის მოწოდება პარტნიორებს

4 დეკემბერი, 2024 , 19:22

დროა ძლიერი ზეწოლა მოვახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.  „ჩემი სასწრაფო მოწოდება ჩვენს პარტნიორებს და მა

პარტიული ოფისების ჩხრეკა ეს უკვე მძიმე დიქტატურის ნიშნებს ატარებს - ნიკა გვარამია

4 დეკემბერი, 2024 , 16:28

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ პოლიციამ მათი ოფისი მას შემდეგ დატოვა, რაც მათგან ორდერი და შესვლის მიზეზი ჰკითხეს. პარტიული ოფისების ჩხრეკა მძიმე დიქტატურის ნიშნებს ატარებს - ამბობს ნიკა გვარა

ძალადობა და ქიმიური ნივთიერების გამოყენება აქტივისტების წინააღმდეგ - საია საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს

4 დეკემბერი, 2024 , 14:08

საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკ ანგარიშსწორებას  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საგანგებო ბრიფნგით ეხმიანება. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ