უახლესი ამბები
- 04.12.2024 19:22დროა, ძლიერი ზეწოლა მოვახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს - პრეზიდენტის მოწოდება პარტნიორებს
- 04.12.2024 17:55სამართალდამცველები ჯგუფ „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში იმყოფებიან
- 04.12.2024 17:42``ძლიერი საქართველოს`` ორი წევრი დააკავეს
არქივი
საზოგადოება
სამართალდამცველები ჯგუფ „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში იმყოფებიან
სამართალდამცველები ჯგუფ „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში არიან შესული.
როგორც მანამდე ქრისტინე ბოტკოველმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამომძიებელმა ილია ღლონტის სახლის ჩხრეკის შემდეგ მას სთხოვა, რომ მის სახლში გასაუბრების მიზნით მისულიყვნენ.
„წარმოდგენა არ მაქვს რას ეძებენ, წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება, არც გზაში არ გვისაუბრია, არ ვიცი, უბრალოდ მოვედით.
ღლონტის სახლთან გამომძიებელს არაფერი არ უთქვამს. უბრალოდ გასაუბრება უნდათ და გავყევი. [მან მითხრა, რომ] „შენთან სახლში უნდა წავიდეთ და გავისაუბროთო“. ვარაუდის დონეზე ვუკავშირებ, რომ „კაგებეს“ რეპრესიები დაიწყო და ამის მიხედვით ყველა მოქმედებს“, - განაცხადა ბოტკოველმა.
ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლების, ილია ღლონტის და ქრისტინე ბოტკოველის ადვოკატის, ანა გახოკიძის თქმით, ეს ყველაფერი ემსახურება ადამიანებში შიშის დათესვას და ტერორს.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, აქტივისტ ილია ღლონტის სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს.