უკან

პოლიტიკა

20 მარტი, 2019 12:35
font-size

პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ერთ ყურში შეუშვან და მეორედან გამოუშვან, რადგან რას ბჟუტურობს თვითონაც არ იცის - გიგი უგულავა

სალომე ზურაბიშვილი გვეყოლება „გასაკოჭი“, ოღონდ ლინგვისტური თვალსაზრისით, რომ ასეთი სისულელეები არ ილაპარაკოს, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“. ამის შესახებ წერს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“.

გიგი უგულავამ საქართველოს პრეზიდენტის ბოლო პერიოდის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ქვეყნის სირცხვილი და მომდევნო 6 წლის განმავლობაში ქვეყანას „ამ სირცხვილის ატანა“ მოუწევს.

უგულავას შეფასებით, სალომე ზურაბშვილმა ტკბილი სიბერე მოიწყო და მას ქვეყანაზე არაფერი აინტერესებს.

„სალომე ზურაბიშვილი არის ჩვენი ქვეყნის ფორმალური პრეზიდენტი, მაგრამ ჩვენი საერთო სირცხვილია. ჩვენ მოგვიწევს ამ სირცხვილის ატანა მომდევნო 6 წლის განმავლობაში. ჩვენი, როგორც საზოგადოების ამოცანა უნდა იყოს მინიმუმზე დავიყვანოთ ის ზიანი, რომელიც ამ სირცხვილმა შეიძლება მოგვაყენოს ჩვენ, როგორც ქვეყანას.

პირველივე ვიზიტიდან იყო სკანდალი და ინტრიგა. ვგულისხმობ, აზერბაიჯანსა და სომხეთს. ეს ლინგვისტური თუ მენტალური პრობლემის გამო იყო, არ ვიცი, მაგრამ განაპირობა ბევრი კითხვა. ის, რაც არის ოფიციალური 90-იანი წლებიდან და რა ხაზიც აქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში განვითარებული კონფლიქტებთან მიმართებაში აბსოლუტურად სხვა დისკუსი შესთავაზა. სიტყვა „ოკუპაცია“ გამოიყენა უადგილოდ. ამან ცუდი რეაქცია და დაბნეულობა გამოიწვია. ყველას ესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის ის ფიგურა, რომელიც რაღაცას წყვეტს ქვეყანაში, მაგრამ ის არის ფორმალურად პრეზიდენტი.

ჟარგონს გამოვიყენებ, სალომე ზურაბიშვილი გვეყოლება „გასაკოჭი“, ოღონდ ლინგვისტური თვალსაზრისით, რომ ასეთი სისულელეები არ ილაპარაკოს. ჩვენ მეგობრებსა და პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, რომ ერთ ყურში შეუშვან და მეორედან გამოუშვან, იმიტომ, რომ რას ბჟუტურობს თვითონაც არ იცის.

იმ შუბებსა და მსგავს სისულელეებზე აღარაფერს ვიტყვი - როდის გავხდით ცხოველების დამველებიო, როდესაც თქვა. ყოველი მისი სუნთქვა უკვე შეურაცხმყოფელი ხდება ამ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

ამასთან, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოზიციის არარსებობის გამოც გააკრიტიკა.

„შუბაზე შეუძლია პოზიცია დააფიქსიროს და მოსამართლეებზე არა? ადამიანმა მოიწყო თბილი სიბერე. დავარქვათ ყველაფერს საკუთარი სახელი. ორი ფუნქცია აქვს პრეზიდენტს დარჩენილი, ერთი შეწყალება, მეორე მოქალაქეობის მინიჭების. ადამიანი გამოვიდა და თქვა, რომ ორივე მთავრობამ მოამზადოს, მე მხოლოდ ფორმალურად მოვაწერ ხელსო. ანუ პასუხისმგებლობას პოლიტიკურს და სამართლებრივს არ ავიღებო. ეს ნიშნავს, რომ უფუნქციო ვარ, უნდა ვისეირნო შუბით, ვიარო და ვილაპარაკო სისულელეები ბიუჯეტის ხარჯზე და მოვიწყო ტკბილი სიბერე და რეალური პრობლემები არ მაინტერესებსო.

აბა რაში გვინდა ჩვენ პრეზიდენტი? - იმისთვის ხომ გვინდა, რომ როდესაც უჭირს მოქალაქეებს გვერდში დაუდგეს. კი ბევრი ფუნქცია არ აქვს, მაგრამ დარჩა მთავარი ფუნქცია და თითოეული მოქალაქის ადვოკატი უნდა იყოს.

თუ არაფერი აინტერესებს, კი ბატონო იაროს შუბით და სისულელეებს მაინც ნუ ილაპარაკებს. შევეგუოთ, რომ ხარჯი გაწეულია და ეს 6 წელი ზარატუსტრას ლეშივით უნდა საქართველომ და ქვეყანამ ვატაროთ.

მე პირადად არაფერს და სასიკეთოს არ ველოდები მისგან“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა

24 თებერვალი, 2026 , 13:54

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და &

იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:21

იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მ

შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:17

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პროფესიული განათლების განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთა

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:10

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში  სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაზრის კვლევის შედეგების პ

შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:06

მთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ

იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:02

იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს საკუთარ პროფესიულ საქმი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი