უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 ივნისი, 2020 14:50
font-size

პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ამოცანაა, რესურსი, რომელიც გააჩნია პატარა ქვეყანას, მაქსიმალურად სამართლიანად გადაუნაწილოს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სჭირდება - გიორგი გახარია

სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომლის დახმარებაც აუცილებელია ეკონომიკურადაც და რა თქმა უნდა, ფერმერს ახლა სჭირდება დახმარება იმიტომ, რომ თავი შევინახოთ, შევინარჩუნოთ და ერთ წელიწადში, როდესაც ყველაფერი ეს აღდგება, ფორმა არ დავკარგოთ და ვიყოთ ისევ მზად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში, შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, თუ რატომ არის სოფლის მეურნეობა მეორე დარგი, რომელსაც მთავრობა უნდა მიხმარებოდა. მისივე თქმით, ამას ჰქონდა მარტივი ახსნა.

„ტურიზმის გასაგებია, პირველი დარტყმა ტურიზმმა მიიღო. მეორე დარტყმა სოფლის მეურნეობამ მიიღო იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობას რაც ჰქონდა დაგეგმილი, მოეყვანა ვაშლი, თხილი, ყურძენი, ღვინო, კიტრი, პომიდორი - ეს ყველაფერი იყო იმ ტურიზმზეც გათვლილი, რომელიც ვერ ჩამოვიდა.

სოფლის მეურნეობის დახმარების ბიუჯეტი დაახლოებით 300 000 000 არის. მესმის, რომ კიდევ უფრო მეტია საჭირო, მაგრამ, მთავრობის და ნორმალური, პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ამოცანა ძალიან მარტივია. ის რესურსი, რომელიც გააჩნია პატარა ქვეყანას, სუსტი ეკონომიკით, მაქსიმალურად სამართლიანად გადაუნაწილოს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ეს სჭირდება. მ

ესმის, რომ 300 000 000 კი არა, შეიძლება 600 000 000 გვჭირდებოდეს და ამასაც ავითვისებთ. დღეს, ეს ის მინიმუმია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და რამაც ყველას უნდა მოგვცეს იმის შესაძლებლობა, რომ თავი შევინახოთ, მუშაობა გავაგრძელოთ და მოვემზადოთ იმ უკეთესი პერიოდებისთვის, რომელიც ნამდვილად დადგება.

ამ დახმარებას რამდენიმე მიზანი ჰქონდა. პირველ რიგში, მაქსიმალურად დავიწყეთ ეს პროცესი და საწვავის გაიაფება დიდი თემაა ძალიან და ესეც ვერ იქნება ერთ დღეში, მაგრამ ეტაპობრივად ყველა უნდა მიეჩვიოს, ქვეყანაში ყველა ბიზნესის წარმომადგენელი, რომ სოფლის მეურნეობას პირველ რიგში სახელმწიფო უნდა მიეხმაროს ასე ჰორიზონტალურად ყველას, საწვავის მაქსიმალურად გაიაფების ნაწილში ისევე, როგორც ეს ვაუჩერიზაცია ჰექტარ მიწაზე კარგი თემაა. ეს კარგად უნდა გამოვიყენოთ. 27 000-მა ფერმერმა გამოიყენა უკვე ეს, ისევე, როგორც ამ აგრო დიზელითაც სარგებლობენ. ესეთი მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან იქნება.

ძალიან კარგად მახსოვს, ვაშლის ბაღებში რომ ვისხედით, ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, წვეთოვანს რომ მიფინანსებთ, ჭაბურღილით დამიფინანსეთო და ეს გავაკეთეთ. იქიდან 2-3 იდეა წამოვიღეთ და ის წვეთოვანი გავაკეთეთ სწრაფად. ადამიანს, რომელსაც გვერდზე სარწყავი არ აქვს და ბაღები აქვს გაშენებული, რათ უნდა იმას წვეთოვნის დაფინანსება, თუ ჭაბურღილი არ დაუფინანსეს, საიდან უნდა მოიტანოს წყალი. ერთმა ჭკვიანმა ფერმერმა ეს გვითხრა, გავუკეთეთ და დავუფინანსეთ. ეს გვინდა ახლა თქვენგანაც. სხვა ყველაფერი იქნება წუწუნი - ვაიმე მომეხმარეთ, რა ვქნა, ვაიმე ტურისტი როდის ჩამოვა, ეს ყველაფერი როდის გამოსწორდება და სახელმწიფო, გამიუქმე ყველა გადასახადი, არაფრის გადახდა არ მინდა და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საკვანძო სიტყვები:

დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას

25 ოქტომბერი, 2025 , 11:00

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ კომპანია ვოლტთან ერთად მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში &nbs

“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება

24 ოქტომბერი, 2025 , 18:02

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. “ბიზნეს 360˚“ პლატფორმის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 30 ოქტომბერს ლარისა პატარაიას ვორკშოპი — „როგორ უნდა მოერგოს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ 60-ზე მეტმა მეწარმე ქალმა კვალიფიკაცია აიმაღლა

24 ოქტომბერი, 2025 , 12:00

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომლის მიზანი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება და მეწარმეობის იდეების მქონე ქალების პოტენციალის ხელშეწყობაა, წარმატებით გრძელდება. პროგრამის ინტენსიურ ვორკშოპებზე კიდ

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

23 ოქტომბერი, 2025 , 16:14

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანი განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. 

რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცყოფაა. როდემდე უნდა გაგრძლედეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე - ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 12:46

ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

23 ოქტომბერი, 2025 , 12:29

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერი დიდი დიღმისა და