საზოგადოება


პაციენტების სამედიცინო ისტორიების ელექსტრონული სახით შენახვა წლის ბოლოს სავალდებულო გახდება თბილისთვის, ხოლო მომავალი წლიდან - მთელი საქართველოსთვის - დავით სერგეენკო
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, პაციენტების სამედიცინო ისტორიების ელექტრონული სახით შენახვა წლის ბოლოსთვის სავალდებულო იქნება თბილისის სამედიცინო დაწესებულებისთვის, ხოლო მომავალი წლიდან სავალდებულო იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად ამ პროექტის პილოტირება ხდება 4 კლინიკაში.
„ზოგადად, პაციენტის სამედიცინო ისტორია დიდი დოკუმენტია, რომელიც იწყება მისი დაბადებიდან, პირველი ვიზიტებიდან, ვაქცინაციებიდან, რაც კი სერვისი დასჭირვებია ცხოვრებაში და ასევე მისი მონაცემებით, როგორიცაა ალერგია, ამა თუ იმ დაავადებისკენ მიდრეკილება და ა.შ. არსებულ სისტემაში ეს არის ქაღალდზე დატანილი ინფორმაცია, რომლებიც გაფანტულია და იშვითადაა თავმოყრილი. ასევე, პაციენტს ის თან არ დააქვს. როდესაც ის სხვა ქალაქში შეიძლება მოხვდეს ექიმთან, შეიძლება თვითონვე დაავიწყდეს, ან უგონო მდგომარეობაში იყოს და ვერ უთხრას.
ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა ქაღალდის მატარებლის ელიმინაციას ახდენს, და სრულ წვდომას ანიჭებს არა მარტო დოკუმენტაციაზე, არამედ მის კვლევებზე, როგორიცაა, მაგალითად, რენტგენის, კომპიუტერული ტომოგრაფიის და ეს ყველაფერი იქნება ხელმისაწვდომი. ეს დაწყებულია, პილოტირებას გადის 4 კლინიკაში, სრულად გადართვა მოხდება და სავალდებულო გახდება წლის ბოლოს თბილისთვის, ხოლო მომავალი წლიდან მთელი საქართველოსთვის“, - განაცხადა სერგეენკომ.
საკვანძო სიტყვები:
პარლამენტის შენობასთან უკვე ცამეტი კარავია გაშლილი
27 თებერვალი, 2021 , 15:24

მიმდინარე კვირაში საქართველოში ვირუსი მოსწავლეთა 0.03%-ს და სკოლის თანამშრომელთა 0,1%-ს გამოუვლინდა
27 თებერვალი, 2021 , 15:19

„ბრისტოლიდან ბეიჯინამდე“ – 26 წლის ველოსიპედისტის საქველმოქმედო მოგზაურობა საქართელოში დაიწყო
27 თებერვალი, 2021 , 14:34

ყოველიღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე წინაზე მძიმე - თინა ხიდაშელი
27 თებერვალი, 2021 , 14:29
თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო
27 თებერვალი, 2021 , 14:19

იანვარში ინფლაციის შემცირებაზე მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ კვლავ მნიშვნელოვნად იმოქმედა - ეროვნული ბანკი
27 თებერვალი, 2021 , 12:00