პოლიტიკა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სწავლობს, დაარღვია თუ არა კანონი შსს-მ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების შესწავლა, რომელიც ეხება სოფელ ქისტაურში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას. მასში იყო აღწერილი მოქალაქე თ.შ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ უწყება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევაში დაადანაშაულა.
საიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აღნიშნული საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ინფორმაციის გავრცელების დღესვე დაიწყო საკითხის შესწავლა. დაგეგმილია ინსპექტირება, რომლის ფარგლებში დეტალურად იქნება გამოკვლეული დიაგნოზის გასაჯაროების სამართლებრივი საფუძვლები, მიზანი, ასევე, კანონით დადგენილი პრინციპების დაცულობა. სამართლებრივ შეფასებას ინსპექტორის აპარატი პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
ამ ეტაპზე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის თანახმად, ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სამედიცინო დიაგნოზი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს განეკუთვნება. კანონი ამ ტიპის ინფორმაციის დაცვისთვის საკმაოდ მაღალ სტანდარტს აწესებს და დაუშვებლად მიიჩნევს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა გასაჯაროებას პირის თანხმობის გარეშე“, – განაცხადეს პერსონალური მონაცემების დაცვის აპარატში.
საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი - ევროკომისიის ანგარიში
19 დეკემბერი, 2025 , 20:48
სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
19 დეკემბერი, 2025 , 17:13
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა
19 დეკემბერი, 2025 , 09:02
მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
18 დეკემბერი, 2025 , 15:27
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას - კაია კალასი
18 დეკემბერი, 2025 , 15:15
ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს - შალვა პაპუაშვილი
18 დეკემბერი, 2025 , 14:21


