უკან

რეგიონები

8 ივლისი, 2017 13:25
font-size

პეტრას ციხეზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება იგეგმება, რომლის მიხედვითაც ციხე ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება.

ციხეზე დაგეგმილ პროექტებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელ ლაშა ასლანიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

აჭარის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, პეტრას ციხის რეაბილიტაციის გრძელვადიანი გეგმით ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება იგეგმება. ციხის მუზეუმ-ნაკრძალში მოეწყობა მისასვლელი გზები, ბილიკები და საექსპოზიციო ნაგებობები. ასევე გაკეთდება ბანერებისა და თვალსაჩინო მასალების განთავსების ადგილები. ციხის პოპულარიზაციის მიზნით ასევე განიხილება ყოველწლიური ფესტივალის „არტ ფესტივალი პეტრა“-ს გამართვის იდეაც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პეტრას ციხესიმაგრეს, როგორც რეგიონში ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას აქტიურ პოპულარიზაციას როგორც საიმიჯო კლიპებით, ასევე სხვადასხვა სარეკლამო აქტივობებით უწევს.

პეტრას ციხეზე ყოფნისას სულხან ღლონტი ლაშა ასლანიშვილთან ერთად ედინბურგელ მკვლევარებს ემანუელე ინტალიატასა და მართა კარლოტა რავიცაას შეხვდა, რომლებიც ქართველ არქეოლოგ დავით ნასყიდაშვილთან ერთდ პეტრას ციხეზე ბიზანტიური ეპოქის ნაშთებს იკვლევენ. პეტრას ციხე უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქის ნანგრევებს წარმოადგენს და ის სოფელ ციხისძირში, ქობულეთიდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს. უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობით გამორჩეული ციხე-ქალაქი ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანეს ბრძანებით ჩვენი წელთაღრიცხვის VI საუკუნეშია აშენებული. ის აჭარაში ტურისტებისთვის საინტერესო კულტურულ-ისტორიული ძეგლია.

საკვანძო სიტყვები:

ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი

30 სექტემბერი, 2025 , 13:35

მესტიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. შემთხვევა ჭუბერში წუხელ მოხდა, რა დროსაც, ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ დროისთვის ორივე დაღუპუ

ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ

18 სექტემბერი, 2025 , 17:59

ხარაგაულში, სტიქიის ზონაში,“ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე იმყოფებოდნენ. ისინი დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმ

გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა

16 სექტემბერი, 2025 , 11:51

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა. მინისტრმა პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმ ფასდ

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

10 სექტემბერი, 2025 , 10:55

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვ

კახეთში ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

8 სექტემბერი, 2025 , 12:58

საქართველოს ბანკი რეგიონების გაძლიერებას და ტურიზმის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, კახეთში, სოფელ რუისპირში, ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა. პროექტის ჯამური ღი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია, სტიქიის ზონიდან გაყვანილია მოსახლეობა

3 სექტემბერი, 2025 , 15:58

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია - სტიქიის ზონაში გადაადგილება შეზღუდულია, პარალელურად მიმდინარეობს გეოლოგიური შესწავლა, - ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალი