მსოფლიო
პეტრო პოროშენკომ გაეროს დონბასში მშვიდობისმყოფელთა მისიის განთავსების ინიციატივით მიმართა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსლისას ორგანიზაციას სთხოვა, უკრაინაში მშვიდობისმყოფელთა მისიები განათავსოს.
ამის მიზეზად უკრაინის პირველმა პირმა რუსული აგრესია დაასახელა.
„როგორც კარგად იცით, 2014 წელს რუსეთმა სამხედრო აგრესია წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ და მისი ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია მოახდინა.
რუსული მანტრა, რომ იქ არ ვართ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომ რუსეთი ქმნის, ხელმძღვანელობს, აკონტროლებს და აფინანსებს ტერორისტებს, რომლებიც დონბასში მოქმედებენ. ეს მორიგი მტკიცებულებაა - რუსი ოფიცრებისა და ჯარისკაცების პირადობები, ზოგიერთი მათგანი უკვე უკრაინულ ციხეშია, უკრაინის ოკუპირებულ მიწებზე მათი უკანონო მოქმედებების გამო“, -აღნიშნა პოროშენკომ.
პოროშენკოს ინფორმაციით, სამწლიანი ომის შედეგად მოკლულია 10 000 ადამიანი, ხოლო დაშავდა 25 000, 1.8 მილიონი კი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, 2015 წლის გაზაფხულზე მან ოფიციალური მოთხოვნით მიმართა გაეროს პრეზიდენტს, უკრაინაში ორგანიზაციის მშვიდობისმყოფელთა ოპერაციის განთავსების შესახებ.
„მინდა, კიდევ ერთხელ დავუდასტურო საბჭოსადმი ჩემი მოთხოვნა დონბასში მშვიდობისმყოფელების განთავსების შესახებ - აუცილებელია წინ წაწევა ამ გზაზე, რაც უფრო სწრაფად , მით უკეთესია“,-თქვა პოროშენკომ.
მისი თქმით, გაეროს მშვიდობისმყოელთა მისიის ეფექტურობის გასაზრდელად საჭიროა ყველა უცხო ჯარისა და მათი სამხედრო ტექნიკის გაყვანა უკრაინიდან.
„გარდა ამისა, უნდა იყოს უზრუნველყოფილი საიმედო საერთაშორისო კონტროლი უკრაინა-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დროებით უკონტროლო ნაწილზე“, -დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.
პოროშენკოს თქმით, გაეროს სამშვიდობო მისიის განთავსებამ ხელი უნდა შეუწყოს არა კონფლიქტის გაყინვას, არამედ სამართლინობის აღდგენას.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოითხოვა, რომ ქვეყანაში გაეროს ტექნიკური მისია ჩავიდეს, რომელიც ადგილზე ვითარებას გააანალიზებს. მიღებული დაკვირვების საფუძველზე უნდა იყოს შედგენილი დონბასში მშვიდობისმყოფელთა სამომავლო საქმიანობის ვარიანტები, რომელიც წარუდგენენ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
დიდი ბრიტანეთისთვის ჩინეთთან ურთიერთობა ძალიან სახიფათოა - დონალდ ტრამპი
30 იანვარი, 2026 , 09:53
აშშ-ში ძლიერი ქარბუქის გამო ქვეყნის 18 შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
26 იანვარი, 2026 , 09:30
საუდის არაბეთი, თურქეთი, ეგვიპტე, იორდანია, ინდონეზია, პაკისტანი და კატარი „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე დონალდ ტრამპის მიწვევას დათანხმდნენ
22 იანვარი, 2026 , 12:15
„მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ბელარუსი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და ისრაელი დათანხმდა
21 იანვარი, 2026 , 11:55
დონალდ ტრამპის თვითმფრინავი, რომლითაც დავოსში უნდა ჩაფრენილიყო, მექანიკური პრობლემის გამო ენდრიუსის ბაზაზე დაბრუნდა, აშშ-ის პრეზიდენტი ფრენას სხვა თვითმფრინავით გააგრძელებს
21 იანვარი, 2026 , 10:28
ნიკოლ ფაშინიანმა „მშვიდობის საბჭოში“ ტრამპის მიწვევა მიიღო
20 იანვარი, 2026 , 10:28


