საზოგადოება

პირველ დღეებთან შედარებით მდგომარეობა აშკარად გამოსწორებულია - ლევან იზორია
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, წინა დღეებთან შედარებით ბორჯომის ხეობაში ვითარება გაუმჯობესებულია.
უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ცეცხლის ლიკვიდაციის პროცესს კლიმატური პირობები აფერხებს, რადგან ქარი ცეცხლის კერების ხელახლა აალებას იწვევს.
„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ვერტმფრენიდან განგვეხორციელებინა მონიტორინგი, თუ რა მდგომარეობაა. მინდა ვთქვა, რომ პირველ დღეებთან შედარებით მდგომარეობა აშკარად გამოსწორებულია, თუმცა კერები არსებობს და ხდება მათი იდენტიფიცირება, რათა მოხდეს წერტილოვნად წყლის დასხმა, რაც შეიძლება დიდი ინტენსივობით. თუმცა, ხელს არ გვიწყობს კლიმატური პირობები. ქარია ბორჯომის ხეობაში, რაც უწყობს ხელს კერების გაღვივებას.
თითოეული უწყება აქტიურად არის ჩართული, რომ ჩვენი პარტნიორების ჩართულობით მოხდეს ამ კერების ლოკალიზება. არცერთი უწყება ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამ თვალსაზრისით ყველაფერი კეთდება მიმდებარე სოფლების მოსახლეობის დაცვის მიზნით. თავდაცვის სამინისტრო მზად არის თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი.
რელიეფი არის ძალიან რთული და მხოლოდ ცოცხალი ძალის შესაძლებლობაზე არ არის დამოკიდებული ცეცხლის ჩაქრობა, როგორც იყო ატენის ხეობაში. ტექნიკის მუშაობა და კლიმატური პირობების ხელშეწყობაა აუცილებელი იმისთვის, რომ საბოლოოდ მოხდეს ცეცხლის ლოკალიზება და შემდეგ მისი ლიკვიდაცია“,- განაცხადა იზორიამ.
ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ფერდობებზე ნახანძრალი ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთზე კვლავ ცეცხლი გაჩნდა.
ბორჯომის ხეობაში ხანზარი 20 აგვისტოს გაჩნდა. როგორც საგანგებო შტაბის განცხადებაში წერია, ცეცხლი ლოკალიზებულია.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოს - საგარეო უწყება
26 იანვარი, 2021 , 17:48

ელექტრონულ ფორმატში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეების გამართვა გრძელდება
26 იანვარი, 2021 , 17:26

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3011 ლარი გახდა
26 იანვარი, 2021 , 17:18

“თეატრალურ უნივერსიტეტში ყალბი დიპლომების გაცემას ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები მფარველობენ” – რას აცხადებს ყოფილი ლექტორი
26 იანვარი, 2021 , 16:58

თბილისში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი უკანასკნელ 24 საათში 6%-ია
26 იანვარი, 2021 , 16:48

განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს - მიხეილ ჩხენკელი
26 იანვარი, 2021 , 16:43