უკან

საზოგადოება

26 ივლისი, 2017 14:30
font-size

პირველივე მოკვლევით ჩანს სადემონტაჟო სამუშაოების კონკრეტული სტანდარტებია დარღვეული - ელზა ჯგერენაია

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების სამსახურის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია დიდუბეში ავარიული სახლის დემონტაჟისას მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა. მისი თქმით, კომპანიამ დაარღვია სადემონტაჟო სამუშაოების სტანდარტი, რაც გულისხმობს არა ხელით, არამედ სპეციალური ინსტრუმენტებით მუშაობას.

„ამ სამუშაოებს არეგულირებს ტექნიკური რეგლამენტი, სადაც კონკრეტული სტანდარტია დარღვეული, რომელიც ეხება სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებას. ეს სამუშაოები უნდა შეესრულებინათ არა ხელითა და კუსტარული იარაღებით, არამედ შესაბამისი ინსტრუმენტებით, რომელიც ამ დასანგრევი ობიექტის სიმაღლის პროპორციული მანძილით იქნებოდა დაშორებული. ეს ნორმები პირველი მოკვლევით ჩანს, რომ დარღვეულია, ამიტომაც მოჰყვნენ დასაქმებულები ამ მდგომარეობაში. რაც შეეხება ნებართვას, ამას შესაბამისი სამსახური დაადგენს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ასევე საგამოძიებო უწყებასთან და გამოძიების შედეგად გამოიკვეთება, რა ხდება“, - განაცხადა ჯგერენაიამ.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა რამდენიმე უწყებაზე ნაწილდება, კერძოდ შრომითი უსაფრთხოების ზომების დაცვა ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში შედის, სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოება კი - მერიის ზედამხედველობის სამსახურის.

შეგახსენებთ, დღეს დიდუბეში, წერეთლის ქუჩის 35-37 ნომერში იტალიურ ეზოში ავარიული სახლის დემონტაჟისას კედელი ჩამოიშალა, რასაც ერთ-ერთი მუშა - 32 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ის ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. კიდევ სამი დაშავებული მუშა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც გულისხმობს სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან

21 ნოემბერი, 2024 , 17:39

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით, Black Friday-ის პერიოდში, Ads მენეჯერით საკუთარი მომხმარებლებისთ

`მათეს თავისუფლებისთვის` - დღეს, 20:00 საათზე, საპროტესტო აქცია გაიმართება

21 ნოემბერი, 2024 , 16:07

"მათეს თავისუფლებისთვის" - ამ ლოზუნგით გამართავენ საქართველოს მოქალაქეები დღეს, 21 ნოემბერს, 20:00 საათზე საპროტესტო აქციას. აქციის ორგანიზატორები ხალხს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ელოდებიან და 19 ნოემ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის გასვლით თამაშს ფინეთის წინააღმდეგ გამართავს

21 ნოემბერი, 2024 , 14:31

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებისთვის ემზადება. გუნდი 2  უმნიშვნელოვანეს  შეხვედრას  გამართავს. ნაკრები დღ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ნაწილი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ი

20 ნოემბერი, 2024 , 16:05

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ნაწილი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვს.  ჯაბა სამუშია პასუხისმგებელია ყველა იმ ფაქტზე და დანაშაულებზე, რომელსაც "ქა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, ლექტორები და დოქტორანტები, სტუდენტების პროტესტს უერთდებიან და 19:00 საათზე თსუ-თან აქციას აანონსებენ

20 ნოემბერი, 2024 , 15:07

ჩვენი მოვალეობაა, ვიდგეთ იქ, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლი სტუდენტების ხმა ისმის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ და დღეს 19:00 საათზე თსუ-თან აქცი

საქართველოს ბანკის ESG მიმართულების ხელმძღვანელი გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP29) პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდა

20 ნოემბერი, 2024 , 12:54

საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ოსაძე გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენციაზე, ორ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა. პირველი პანელური დისკუსია