უკან

პოლიტიკა

14 ივლისი, 2018 16:45
font-size

პოლიტიკური კურიოზია, მმართველი პოლიტიკური ძალა კანდიდატს ვერ ასახელებს - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ პოლიტიკური კურიოზია, როცა მმართველი ძალა საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს. მისი შეფასებით, ეს განპირობებულია „ქართული ოცნების“ ქმედებებით პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ის გაერთიანდეს დავით უსუფაშვილთან, ირაკლი ალასანიასთან ან გიორგი კვირიკაშვილთან, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ამ მიმართულებით რაიმე კონკრეტული ხედვა არ აქვს.

„არჩევნებთან დაკავშირებით ერთი სერიოზული კომპონენტია, „ქართული ოცნება“ კანდიდატს ვერ ასახელებს. ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია ჩემ მიერ კანდიდატურის დასახელება-არდასახელების საკითხი. პროცესს რომ ვაკვირდები, პოლიტიკური კურიოზია, მმართველი პოლიტიკური ძალა კანდიდატს ვერ ასახელებს. იცით, რატომ ვერ ასახელებს? იმის გამო, რასაც 5 წელიწადი პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ აკეთებდნენ. ეს იყო შეურაცხყოფის, დაკნინების, პოლიტიკური შანტაჟის, პროპაგანდის ზღვა, რომელიც ააზვირთეს. ეს ყველაფერი ახლა „ქართულ ოცნებაში„ მყოფმა „ნაციონალებმა“ კი არ ქნეს, არამედ მათ, ვინც თავიდან იყვნენ „ოცნებაში“.

კანდიდატს ვერ არჩევენ, რადგან მას ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. როცა კანდიდატს დაასახელებენ, უნდა ჰკითხონ, თუ გააკეთებს იმას, რასაც ეტყვიან, თუ დაჯდება იქ, სადაც ეტყვიან, ვეტოს დაადებს თუ არა ამა თუ იმ კანონს, ჰკითხავენ, გამოავლენს თუ არა ხასიათს, ან იქნება თუ არა ჭკვიანი ბიჭი ან გოგო, იმდენ რამეზე უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა კანდიდატმა თავის თავს, რომ უჭირთ კანდიდატის დასახელება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა